in

აქ, ახლა გაიგე, არგონავტების მითის რომელი გმირი ხარ!

დაახლოებით ორი თვის წინ თიბისის და ეროვნული მუზეუმის ერთობლივ მხიარულ-შემეცნებით პროექტზე, “მხიარული თავგადასავლების მუზეუმზე” გიამბეთ. სპეციალურად ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით შექმნილი ეს ფერადი და სახალისო ვირტუალური მუზეუმი შემოქმედებითი სავარჯიშოების ნაკრებს წარმოადგენს და ბავშვებს თავიანთ მშობლებთან ერთად მხიარულ და შემეცნებით გამოცდილებას აძლევს. მაგალითად, მხიარული თავგადასავლების მუზეუმის მეშვეობით, მათ შეუძლიათ, გააცოცხლონ არგონავტების ამბავი, შექმნან პატარა ზომის ქაღალდის თეატრი და მასში დადგან წარმოდგენა, გამოჭრან ცხოველები, შემდეგ აკინძონ და “ლეპორელო” შექმნან..

მხიარული თავგადასავლების მუზეუმს მისი დიდი და პატარა მეგობრებისთვის ახალი და სასიამოვნო სიახლე აქვს. მითოლოგიასა და ბავშვების აღქმებზე დაყრდნობით შექმნილმა მუზეუმის გმირებმა ახლა უკვე ყველასთვის საყვარელ ციფრულ ფორმატებში გადმოინაცვლეს..

და მაინც, სად? – ინსტაგრამის ფილტრებსა და სტიკერებში!

ინსტაგრამის მომხმარებლები, ფაქტობრივად, მის ფილტრებს ყოველდღიურად ვიყენებთ. გარდა იმისა, რომ ამ ფილტრებში ჩვენს ალტერნატიულ ვერსიებსაც ვხედავთ, ისინი ხშირად სხვადასხვა კითხვას გვისვამენ და ჩვენი ჰაბიტუსის შესაბამის პასუხს თავადვე გვაძლევენ. ჰოდა, ამიერიდან ინსტაგრამზე მხიარული თავგადასავლების მუზეუმთან დაკავშირებულ მსგავსი ფორმატის ფილტრსაც ვიპოვით, რომელიც არგონავტების ეპოქაში გვამოგზაურებს.

„გაიგე არგონავტების მითის რომელი პერსონაჟი ხარ?“ – სწორედ ამ კითხვით მოგვმართავს აღნიშნული ფილტრი და წამებში გადაგვაქცევს არგონავტების მითის კონკრეტულ გმირად.

აი, მე მაგალითად, მედეა გამოვდექი, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კოლხეთის მეფის, აიეტის ქალიშვილი იყო. სწორედ ის დაეხმარა ბერძენ უფლისწულ იასონს ცეცხლისმფრქვეველი ხარების დამორჩილებაში, ყანის მოხვნასა და დრაკონის კბილების დათესვაში. ამ პერსონაჟმა ჯადოსნური გალობითა და ბალახეულის ნახარშის შეპკურებით საწმისის მცველი საზარელი ურჩხული დააძინა, რის მერეც იასონმა ოქროს საწმისი მოიპოვა.

ინსტაგრამის მომხმარებლები ასევე ძალიან ხშირად ვიყენებთ სტიკერებსაც, რომლებითაც ჩვენს მრავალფეროვან “სთორებს” ვალამაზებთ ხოლმე. ჰოდა, ამიერიდან ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ჩვენს ყოველდღიურ ინსტაგრამ-კონტენტს ჯადოსნური, ზებუნებრივი ძალის მქონე გაციფრულებული მძივების, ავგაროზების სტიკერებიც დავურთოთ.

ამისათვის კი საჭიროა, სტიკერების საძიებო ველში “მუზეუმი”, “ავგაროზები” ან ამ სიტყვების პირველი რამდენიმე ასო ჩავწეროთ. ავგაროზები წამის უსწრაფესად გამოჩნდებიან მობილურის ეკრანზე:

სტიკერებსა და ფილტრის ფორმატებში გაერთიანებული გმირები სწორედ ის პერსონაჟები არიან, რომელთა რეალურად შექმნა მშობლებს ბავშვებთან ერთად ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამას კი მარტივად მხიარული თავგადასავლების მუზეუმის ტუტორიალებისა და ციფრული ნაკრების მიხედვით მოახერხებთ.

მხიარული თავგადასავლების მუზეუმი თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიებს ძალიან ბევრი სასარგებლო გამოყენება შეიძლება ვუპოვოთ. მაგალითად, ამგვარი თანამედროვე და სახალისო ფორმატებით შეგვიძლია, მუზეუმში დაცული საგანძური აკადემიური სივრციდან „გამოვიტანოთ“ და ბავშვებს გასაგები და მარტივი ენით გავაცნოთ ის.

და ბოლოს, მხიარული თავგადასავლების მუზეუმის ჩამოტვირთვას აღნიშნული ბმულიდან შეძლებთ.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

სანამ Facebook Instagram-ს იყიდდა – გასაჯაროვდა Instagram-ის თანადამფუძნებლის მიმოწერა ინვესტორთან

SpaceX-ის პლანეტათაშორისმა რაკეტამ ტესტირება წარმატებით გაიარა [ვიდეო]