in

გაიღიმეთ დღეს ორშაბათია! – ლიკა კაპანაძე

monday-finalდღეს ორშაბათია – სამუშაო კვირის პირველი დღე. დასვენების დღეები დასრულდა და დავუბრუნდით ჩვენს სამუშაო ადგილებს. „ორშაბათი მძიმე დღეა!“ „ორშაბათიდან ვიწყებთ!“ „ორშაბათს გამოვასწორებთ!“. კვირის პირველ დღეს, ხშირად დიდ ცვლილებებს ვუკავშირებთ, მაგრამ ყველაზე ხშირად ორშაბათი მაინც სტრესთან და არც თუ ისე სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. თუ თქვენ ორშაბათის დადგომა მოტივაციითა და ხალისით არ გავსებთ, ესე იგი ამისათვის კონკრეტული მიზეზებიც არსებობს.

იმისათვის რომ ორშაბათი ნაკლებად სტრესული და მეტად საყვარელი გახდეს ინსორსი რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

  • მოახდინეთ პრობლემის იდენტიფიცირება.

თუ თქვენში ორშაბათი ყოველთვის ცუდ ასოციაციებს ბადებს, ეს სულაც არ არის სახუმარო, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ბედნიერი თქვენს სამსახურში და აუცილებელია გარკვეული ცვლილება ადგილზე ან სხვა სამუშოა ადგილის მოძებნა. პირველ რიგში, კითხეთ თქვენს თავს რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად თქვენს სამსახურში. „ცუდი სამუშაო გარემო, არასასურველი ურთიერთობები, ორშაბათის შეხვედრა თქვენს უფროსთან, ან სულაც ნაკლებად საინეტერესო სამუშაო“. თუ იპოვით კონკრეტულ მიზეზს და შეეცდებით მის განეიტრალებას, მაშინ ორშაბათისადმიც მეტად პოზიტიურად განეწყობით.

  • მოემზადეთ პარასკევს ორშაბათისთვის.

შეეცადეთ ყველა ის საქმე, რომელიც ნაკლებად სასიამოვნოა თქვენთვის პარასკევს შუადღისთვის დაასრულოთ და ახალი კვირაც თქვენთვის საინტერესო სამუშაოთი დაიწყება.

  • შეადგინეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნოდ შესასრულებელი სამუშაოების სია.

კვირას საღამოს ჩამოწერეთ სამი ისეთი საქმე, რომელსაც დიდი მონდომებით გააკეთებთ მომავალ კვირაში. თუ ასეთი საქმეების მოფიქრება გაგიძნელდათ, ესე იგი ჯობია სხვა სამსახური ეძებოთ.

  • თავი დაანებე ყველაფერს, რაც უკავშირდება სამსახურს შაბათ-კვირას.

შეძლებისდაგვარად შეეცადეთ არ იფიქროთ სამსახურზე შაბათ-კვირის განმავლობაში. არ შეამოწმოთ ფოსტა ან სხვა გზავნილები. პარასკევს ოფისიდან გამოსვლისას დატოვეთ თქვენი პრობლემები სამსახურში და შეეცადეთ კონცენტრაცია მოახდინოთ დასვენებაზე და გართობაზე.

  • გამოიძინეთ და ჩვეულებრივზე, უფრო ადრე ადექით.

შეეცადეთ კვირას საღამოს დასაძინებლად ადრე დაწვეთ, რომ ორშაბათს დილას კარგად მოსვენებულმა გაიღვიძოთ. მაღვიძარა დააყენეთ 15 წუთით ან ნახევარი საათით ადრე. შეეცადეთ ორშაბათს დილას მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, კარგად ისაუზმოთ, ივარჯიშოთ ან თუნდაც გაასეირნეთ თქვენი ძაღლი. კვირის პირველ დღეს დილიდან საქმეების სწრაფი ტემპი კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას შექმნის.

  • გამოეწყვეთ ლამაზად ორშაბათისთვის.

ჩაიცვით თქვენი საყვარელი, ახალი ტანსაცმელი ორშაბათს. ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო თავდაჯერებული, ხოლო ოფისში მიღებული კომპლიმენტები განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ამბობენ, როცა კარგად გამოიყურები, თავსაც უფრო კარგად გრძნობ.

  • იყავით პოზიტიური

დაიწყეთ ორშაბათი თქვენს სამსახურთან დაკავშირებული პოზიტიურ თემებზე ფიქრით. დილას სამსახურში წასვლის დროს გზაში მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას, რომელიც ენერგიას მოგმატებთ. შესაძლებელია დილისთვის სპეციალური მუსიკის ნაკრებიც გააკეთოთ. სამსახურში მისვლისას, შეეცადეთ ნაკლები იწუწუნოთ და ასევე არ მიაქციოთ ყურადღება სხვების რეპლიკებს, მძიმე ორშაბათის შესახებ. ცნობილია, რომ სხვისთვის სიამოვნების მინიჭება, ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ამიტომ შეეცადეთ, უთხრათ კომპლიმენტი თქვენს თანამშრომელს, გააკეთოთ რაიმე სასარგებლო თქვენი კლიენტისთვის, სხვისთვის მინიჭებული კარგი განწყობა, კი თქვენზეც დადებითად იმოქმედებს.

  • შეადგინეთ ორშაბათისთვის მსუბუქი სამუშაო გეგმა.

ვინაიდან ორშაბათი ოფისში ხშირად დატვირთული დღეა, შეეცადე არ შეავსოთ ის წინასწარ სხვადასხვა საქმეებით. მაგალითად, როდესაც კვირის ბოლოს გეგმავთ შეხვედრას, მომავალი კვირისთვის, დაგეგმეთ ის სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს დაგეხმარებათ ორშაბათი დღე უფრო ადვილად გადაიტანოთ დასვენების დღეების შემდეგ.

ნუ დაიწყებთ ორშაბათს, ყველაზე რთული და დიდი საქმით, შეეცადეთ პირველ რიგში შეასრულოთ ადვილი და სწარფად გასაკეთებლი დავალებები, რაც მეტ ენერგიას მოგმატებთ შემდგომი სამუშაოსთვის.

  • გაერთეთ სამსახურში

გააკეთეთ ის რაც მოგანიჭებთ სიამოვნებას. მაგალითად გაუმასპინძლდით დილას თქვენს თანამშრომლებს დონატებით და მოუყევით ერთმანეთს შაბათ – კვირის ამბები. ორშაბათს თქვენს მეგობართან დანიშნული ლანჩი ან შესვენება ყავაზე, სასაიმოვნო მოლოდინს შექმნის და პოზიტიურად განგაწყობთ მომავალი კვირისთვის.

  • დაგეგმე სადმე წასვლა სამსახურის მერე.

დაგეგმეთ რაიმე საინეტერესო სამსახურის შედეგ ორშაბათს, წადით კინოში ახალი ფილმის სანახავად, შეხვდით მეგობარს, დაათვალიერეთ ახალი გამოფენა, მოკლედ შექმენით დამატებითი მოლოდინები ორშაბათისთვის და ეს არ იქნება მხოლოდ სამუშაო კვირის დასაწყისი თქვენთვის.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და მეტად მოტივირებული შეუდგებით სამუშაო კვირას, კვირის ბოლოს თქვენი მუშაობის ბევრად მეტ შედეგს დაინახავთ, რაც შემდგომში თქვენი განვითარებისა და კარიერული წინსვლის საფუძველიც გახდება.

ლუდის რეკლამა სპეციალურად ქალებისთვის

რა უნდათ ბავშვებს ყველაზე მეტად? – საქართველოს ბანკის ემოციური ექსპერიმენტი!!!