in

reFRESH – “გაიჯანსაღე ცხოვრება“ – კოკა–კოლას ახალი პროექტი

reFRESH – “გაიჯანსაღე ცხოვრება” – კოკა–კოლას ახალი პროექტია. შემსრულებელი კომპანიის ფინანსებისა და ადამიანური რესურსების კოოდრინატორის ნინო კუჭაშვილის თქმით, კამპანიის მიზანია ახალგაზრდებმა ჯანსაღად ცხოვრება დაიწყონ.

„პრომო ვიდეო გივი მაღრაძემ გადაიღო. სცენარი შევიმუშავეთ ოთხმა თავისუფალისა და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტმა, რომლებიც ჩართულები ვართ ამ პროექტის ორგანიზებაში. ვიდეოში გამოვიყენეთ ისეთი სპორტის/ფიზიკური დატვირთის სახეობები, რომლებისთვისაც განსაკუთრებული ნიჭი არაა საჭირო და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველას შეუძლია ველოსიპედით სეირნობა, „როლიკებით“ სრიალი, ლაშქრობებში სიარული და ასე დატვირთვა. თუმცა, ეს მხოლოდ კამპანიის დასაწყისია.

დროდადრო, ჩვენი ფეისბუქის გვერდზე დაიდება წინასწარ შერჩეული 5 „ჯანსაღი ცხოვრების” ჩემპიონის ვიდეო. ჩემპიონები არიან: ანატოლი ბოისა, ირაკლი მაჩხანელი, ირინა ფრუიძე, ლეილა მესხი, თაკო ჩორგოლაშვილი. ამ ვიდეოებში ჩემპიონები ისაუბრებენ თავიანთ ჯანსაღ ცხოვრებაზე, როგორც ფიზიკურ დატვირთავაზე, ასევე ჯანსაღ კვებაზე. გვექნება ვიდეო, სადაც ირინა ფრუიძე და მისი მეუღლე შეეჯიბრებიან გიორგი მოსიძესა და მის მეუღლეს ჯანსაღი კერძების დამზადებაში. გამოქვეყნდება ბლიც შეკითხვები, რომლის გამარჯვებულებიც მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს.

პროექტი 22 ივნისს დასრულდება. თავისუფალისა და აგრარული უნივერსიტეტების ტერიტორიაზე მოეწყობა რამდენიმე აქტივობა: DownHill, მარათონი, ცეკვების შეჯიბრი, ქუჩის კალათბურთი, ზიპლაინ, ფერების ფესტივალი და სხვა არასპორტული გასართობი ნებისმიერი ადამიანისთვის. სანახაობებს მაოწყობენ სკეიტერები და ტრეისერები (პარკური).

უკრაინა ახალ ამბებს ერთ სიტყვაში გადმოსცემს, ნახეთ

ნოკიას ახალი და შთამბეჭდავი რეკლამა