დროა, ბრენდებმა და სააგენტოებმა იგივე სტრატეგიები დანერგონ ღია პოზიციების შესავსებად, რასაც ისინი მომხმარებლების მოზიდვისა და შესანარჩუნებლად იყენებენ. რეკრუტინგის ტრადიციული მიდგომის ფარგლებში, HR დეპარტამენტი სამუშაოს აღწერილობისა და აპლიკაციების მიღების მოძველებულ ინსტრუმენტებს იყენებენ. თუ ამ განცხადებით გაწყენინეთ, გაიხსენეთ, რომ მხოლოდ 2021 წელს, 47 მლნ-მა ამერიკელმა დატოვა სამსახური და კომპანიები ახალი ტალანტების მოძიების მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა.
პროგრესული HR-მენეჯერები თანდათან იწყებენ გაცნობიერებას, რომ მათი მარკეტინგის გუნდის წევრები მათი საუკეთესო მეგობრები შეიძლება გახდნენ. ტალანტების მოზიდვა, შენარჩუნება და ზრდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებლების მოზიდვა, შენარჩუნება და ზრდა. მაშ, რატომ არ უნდა გამოიყენოთ მსგავსი მიდგომა?
ტალანტების მოსაზიდად საინტერესო მაგალითები არსებობს:
მაგალითად, Google-მა სილიკონის ველზე ბილბორდი განათავსა, რთული ფორმულით, რომლის ამოხსნის შემდეგაც მსურველს ვებგვერდზე გადასვლის წვდომა ეძლეოდა.
Ikea-მ გადაწყვიტა მათ „მიწვდომოდა“, ვისაც უკვე უყვარს ბრენდი და საინფორმაციო ბუკლეტები მოათავსა პროდუქტის ყუთებში, წარწერით “How to assemble your future”.
როდესაც Volkswagen-ს მექანიკოსები სჭირდებოდა, გადაწყვიტა შესაკეთებელი ავტომობილების სავალი ნაწილის ქვევიდან მიემაგრებინა ინფორმაცია.
აქვე, რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, დასაქმების მარკეტინგული კამპანიის დაწყებამდე:
დარწმუნდით, რომ თქვენი ბრენდის აღქმა ისეთივე ძლიერია შიდა აუდიტორიაში, როგორც კომპანიის გარეთ.
გაიაზრეთ, როგორ ემთხვევა რეკრუტირების თქვენეული გზავნილები და სტრატეგიები თქვენი ბრენდის პოზიციონირებას, დაპირებასა და ღირებულებებს. რამდენად თანხვდება თქვენი ბრენდის აღქმა შიგნით და გარეთ?
მოიწვიეთ თქვენი ბრენდისა და მარკეტინგის გუნდები ადამიანური რესურსების განსახილველად.
შეადარეთ პოტენციური თანამშრომლისა და პოტენციური მომხმარებლის გზა – რით განსხვავდება ერთმანეთისგან? რატომ?
დაავალეთ მარკეტინგის გუნდს დააკმაყოფილოს, ან გადააჭარბოს მომხმარებელზე ორიენტირებული კამპანიის სტანდარტს ჩართულობის თვალსაზრისით.
კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ახალი იდეებისა და პერსპექტივების მუდმივ შემოდინებას. დროა, კომპანიებმა თავიანთი მარკეტინგული ძალისხმევა თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების გზებისკენ მიმართონ. ყოველივე ამის შემდეგ, ეს თანამშრომლები კომპანიის მისიისა და ხედვის შესრულებას შეუწყობენ ხელს.
წყარო: adage