მასშტაბური აქცია “გაიტანე 50 წამში” სააგენტო Leo Burnett და Action-ს ეკუთვნის და ის Media Markt -ის ორმოცდამეათე მაღაზიის გახსნასთან დაკავშრებით ჩატარდა.
აქცია რუსეთში 22 ივლისს გაიმართა. 65 000 მსურველიდან მხოლოდ ოცი მონაწილე შეირჩა, მათ 50 წამში მაღაზიიდან სრულიად უფასოდ არჩეული ტექნიკა გაიტანეს, რაც მაღაზიას 9 მილიონი რუბლი დაუჯდა. მომხმარებლებმა არჩევანი Apple — iPhone 5, Macbook, ციფრულ ფოტოაპარატებზე და სმარტფონებზე შეაჩერეს.
ერთ-ერთ მონაწილეს ყველაზე მეტად გაუმართლა და მაღაზიიდან 728 312 რუბლის ღირებულების საქონელი გაიტანა.