in

ახალი გაჯეტი თქვენს საყვარელ ფოტოებს სურნელებად გარდაქმნის!

თქვენი ცხოვრების შესანიშნავი მომენტები სურათებით, ტექსტებითა და სურნელებით გაცოცხლდება

შესაძლოა, ბევრი თქვენგანის მობილურში ჯერ კიდევ 2012 წელს გადაღებული ფოტოები იყოს შემორჩენილი. ეს ხომ ღირებული, დოკუმენტირებული მოგონებებია ცხოვრების ბედნიერი თუ არაფრით განსხვავებული, ჩვეულებრივი დღეებიდან… სამწუხაროდ, იშვიათად თუ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ თვალი გადავავლოთ თითოეულ მათგანს და “წარსულში დაბრუნება” შევძლოთ.

ახლა კი იონსეოკ გუომ შექმნა “ტრანსცენტი”, რომელიც სმარტფონებში არსებული ფოტოგრაფიული მოგონებების გახსენებაში დაგვეხმაროს. ტრანსცენტი არის “მეხსიერების სურნელად გადაქცევის” აბრევიატურა და ის მართლაც ამას აკეთებს… იგი დაგეხმარებათ, დიდი ხნის დავიწყებული შეგრძნებები და ემოციები გაიხსენოთ, რომლებიც ამ ფოტოებს “სინთეზის სტიმულირების” საშუალებით უკავშირდება.

უფრო დეტალურად, ტრანსცენტი ცდილობს, გამოსახულების არსი კონკრეტულ სურნელში გადაიტანოს. საწყის ეტაპზე, ფოტო ერთ პიქსელად გარდაიქმნება და სწორედ ეს პიქსელი ხდება გამოსახულების მთავარი ფერი — ეს ძირითადი ფერი წარმოადგენს სურათს, რომელიც შემდეგ ოთხ ფერად იყოფა. ორი ფერი CMYK-ის მაღალი პროცენტით (გამოკლებითი ფერის მოდელი) არის შერჩეული, რათა არომატების ზედმეტად შერევა თავიდან იქნას აცილებული. შემდეგ კი ეს ფერები გარდაიქმნება სურნელებად. 

მაგალითისთვის, ოთხი ფერი და ასოცირებული სურნელი ასე უკავშირდება ერთმანეთს: ცისფერი ან მომწვანო ცისფერი, ბამბის სურნელთან ასოცირდება; იასამნისფერი – ყვავილებთან; ღია ყვითელი – ციტრუსთან; ჩაი – ხესთან. შემდეგ ციფრულ ეკრანზე  ამ სურათთან დაკავშირებულ სურნელი გამოისახება და ჰაერში გამოიყოფა. ამასთანავე, ეკრანზე წარმოდგენილი ემოციური ფრაზები მეტად გვეხმარება, დავიმახსოვროთ და გავაცოცხლოთ ეს მოგონებები. საბოლოოდ, სურნელების მეხსიერების ზოლში მოვექცევით.

თავად მოწყობილობას ალუმინის ჩარჩო აქვს და მისი თან ტარება საკმაოდ ადვილია. ეს არის კრეატიული და დინამიკური პროდუქტი, ჭეშმარიტად უნიკალური. “ტრანსცენტი” დაგეხმარებათ, თქვენი ცხოვრების შესანიშნავი მომენტები სურათებით, ტექსტებითა და სურნელებით გააცოცხლოთ. ფაქტობრივად, ნოსტალგიის ტალღაში იტრიალებთ!

“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ

„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი – სწრაფად, მარტივად, ურიგოდ!