in

გახდი ეკომეგობრული მაკდონალდსთან ერთად!

„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე – პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!”

გარემოზე ზრუნვა მაკდონალდს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს, გადადგას მცირე და დიდი ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს.

მსოფლიოში გარემოს დაბინძურება სულ უფრო მზარდი პრობლემაა. მაკდონალდსი კი განაგრძობს კამპანიას „პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ” და გარემოს დაცვის კუთხით მორიგ ეკომეგობრულ მწვანე ინიციატივებს გვთავაზობს.

მაკდონალდსის „მწვანე ინიციატივები” მრავალ ასპექტს მოიცავს. კომპანია ამცირებს პლასტმასის გამოყენებას და ეტაპობრივად ანაცვლებს მას ბიოდეგრადირებადი შეფუთვებით. ნარჩენების შესამცირებლად ამოღებულია პლასტმასის თავსახური რესტორანში შეკვეთილი გამაგრილებელი სასმლიდან. პლასტმასის საწრუპებს კი მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში სთავაზობენ მომხმარებელს.

მაკდონალდსში ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვა უკვე 100%-თ ეკომეგობრულია. მაგალითად, მაკდონალდსის ყველა რესტორანში სალათებისა და მაკფლარის პლასტმასის შეფუთვა ქაღალდის შეფუთვებით ჩანაცვლდა. პლასტმასის კოვზები და ჩანგლები კი ეტაპობრივად ხისგან დამზადებული, სრულად ბიოდეგრადირებადი ანალოგებით ნაცვლდება.

„ეკოლოგიაზე ზრუნვას ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად ვთვლით, რადგან თანამედროვე მსოფლიოში გარემოსდაცვითი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. კომპანიის მწვანე ინიციატივები სწორედ პლანეტის დაცვასა და მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული და მრავალ ასპექტს მოიცავს. მაკდონალდსი, თავისი უზარმაზარი მასშტაბის ოპერირების მიუხედავად, ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზეგავლენა. ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენება, ეკომეგობრული სათამაშოები თუ სხვა „მწვანე ინიციატივა”, რომელსაც მაკდონალდსი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიდი, უკეთესი ცვლილებებისკენ. ჩვენი საყვარელი მომხმარებლების ჩართულობით, იმედი გვაქვს, ერთად შევძლებთ ჯანსაღი გარემოს შექმნას ყველასთვის”,აღნიშნავს „მაკდონალდს საქართველოს” დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

მაკდონალდსის რესტორნებში მონტაჟდება ჰიპოალერგიული მწვანე ცოცხალი ხავსის კედლები, რაც დეკორაციულ დანიშნულებასთან ერთად, გარემოს ტენიანობას უნარჩუნებს და ე.წ. Carbon Footprint-ის შემცირებასაც უწყობს ხელს. ცოცხალი მწვანე კედლების მონტაჟი, ქუთაისის, მარჯანიშვილისა და გოთუას რესტორნის გარდა, მაკდონალდსის სხვა რესტორნებშიც ეტაპობრივად გრძელდება. აღნიშნული ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ მაკდონალდსი ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი გარემოსდაცვითი პრაქტიკა. ამავდროულად, შექმნას უფრო სასიამოვნო გარემო მომხმარებლებისთვის და ყოველდღიურად შეგვახსენოს, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.

მაკდონალდსის უმნიშვნელოვანესი აუდიტორია ბავშვები არიან, ამიტომ მომავალ თაობაზე ზრუნვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაა. პატარების საყვარელი ჰეფი მილიდან პლასტმასის სათამაშოები შაქრის ლერწმის, ქაღალდის ან სხვა ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული სათამაშოებით ჩანაცვლდა. ეკომეგობრული სათამაშოები 100%-თ უსაფრთხოა პატარებისთვის.

მნიშვნელოვანია მაკდონალდსის ინიციატივა რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებითაც. ყოველი რესტორნის მასშტაბით გროვდება და მუშავდება გადასამუშავებლად ვარგისი ქაღალდის ნარჩენები, ე.წ მუყაო. ქაღალდის გადამუშავება ამცირებს ახალი ქაღალდის წარმოების საჭიროებას, რაც იცავს ტყეებსა და ენერგიას.

მაკდონალდსი ცდილობს, თავისი მომხმარებლებიც გახადოს ამ ინიციატივების ნაწილი, რაც გარემოს დაცვის კუთხით ზრდის საზოგადოების ცნობიერებას. კომპანიის ხედვით, მდგრადი განვითარების გზაზე, მომხმარებლების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე – პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ!”

იხილეთ მეტი ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

ოქტობერფესტი იწყება – 28-29 სექტემბერს ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს

როგორი თავგადასავალი გველის Rally Adventure Georgia 2024-ზე?