ამ ახალ წელს ევოლუშენერები სუპერგმირის მოსასხამს მოისხამენ და ბავშვებს მთელი 2023 წლის მანძილზე გააბედნიერებენ! „ევოლუშენ საქართველო“ თანამშრომლობს ორგანიზაცია „სუპერგმირთან“ — რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ევოლუშენერი სუპერგმირი ხდება. ერთად შევახსენებთ ყველას, რომ სიკეთე გადამდებია!
გასულ წელს ევოლუშენერების თანადგომით შესაძლებელი გახდა, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჰქონოდათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე და შესაბამისად, მომავალ კეთილდღეობაზე.
წელს ევოლუშენმა შესაძლებლობები გააფართოვა და ბავშვებისთვის შექმნა ჯადოსნური თავგადასავალი — სუპერგმირის დახმარებით, ოთხასზე მეტ ბავშვს დაბადების დღის სურვილები აუსრულდებათ. ინიციატივა გულისხმობს, რომ მთელი 2023 წლის განმავლობაში, თითოეული ბენეფიციარი ბავშვი მათ პერსონალურად შერჩეულ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს თითოეული ევოლუშენერისგან.
„ჩვენი ორგანიზაცია 7000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენს თანამშრომლებში ერთიანობის, სიკეთის და თანადგომის პრინციპების გაღრმავება.
რატომ სუპერგმირი? სუპერგმირი არის შესანიშნავი ინიციატივა, რომელიც ბავშვებისთვის ჯადოსნურ გამოცდილებას ქმნის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს სუპერგმირი ბავშვებისთვის, რომელთაც თანადგომა სჭირდებათ“, — აღნიშნავს ევოლუშენის ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი, ქეთი გოლიაძე.
ბენეფიციარები ყოველთვიურად იღებენ გზავნილს, სადაც მოთავსებულია მათი ასაკის, სურვილებისა და მიზნების შესაბამისი აუცილებელი პროდუქტები და მომსახურების ვაუჩერები. გზავნილის შიგთავსს პერსონალიზებულად ადგენს სუპერგმირის პლატფორმის გუნდი.
„ამასთან, ამ კეთილი ინიციატივის სამახსოვროდ და იმის აღსანიშნავად, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი ევოლუშენში სუპერგმირია, გადავწყვიტეთ, ყველასთვის საყვარელ ალტერსოქსთან თანამშრომლობით უნიკალური წინდები შეგვექმნა — ძალიან მხიარული და სუპერგმირული წინდა, შეგვახსენებს, რომ სიკეთე გადამდებია და მისი გაზიარება ჩვენი სუპერძალაა“, — ამბობს ნესტან თაყაძე, ბრენდინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი.
პლატფორმა Supergmiri.ge ყველას აძლევს საშუალებას ბავშვების საყვარელ სუპერგმირად იქცნენ. სუპერგმირის ყოველთვიური დონაცია უკლებლივ 100% -ით ხმარდება ბენეფიციარს.
[R]