ახალი გამოწვევა #გახდისუპერგმირი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა საქველმოქმედო პლატფორმა supergmiri.ge-ის ბენეფიციარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
Supergmiri.ge ზრუნავს იმ პატარებზე, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ,,სუპერგმირი“ ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების დონაციებიდან შემოსულ თანხას სრულად ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებას ახმარს. პატარები ყოველთვიურად იღებენ გზავნილს, სადაც მოთავსებულია თავიანთი ასაკის, სურვილებისა და მიზნების შესაბამისი აუცილებელი პროდუქტები, ნივთები და მომსახურების ვაუჩერები.
გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გახდეს ერთი ან რამდენიმე ბავშვის სუპერგმირი და ხანგრძლივი პერიოდით იზრუნოს მათზე არამხოლოდ დონაციით, არამედ პირადად მოინახულოს პატარები და გაატაროს დრო მათთან.
Supergmiri.ge– ის გუნდი მიიჩნევს, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ და ფერად ბავშვობას. ამ იდეას იზიარებს საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალიც, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ საქველმოქმედო, საახალწლო გამოწვევაში და გახდა დონორი supergmiri.ge-ის ბენეფიციარებისთვის.
,,სინერჯი კაპიტალისგან“ კამპანია #გახდისუპერგმირი -ს გამოწვევა უკვე მიიღო რამდენიმე კომპანიამ, როგორებიცაა: ,,სამშენებლო კომპანია ანაგი“, Tbilisi Medic-ი, ,,თბილღვინო“, ,, ელთიბი – ავეჯის მასალები“, Financial Office და Start – Business Solutions.
გამოწვევაში ჩართვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. Supergmiri.ge– ს ბენეფიციარების მხარდასაჭერად შესაძლებელია:
1) გახდეთ პლატფორმის დონორი:
https://supergmiri.ge/donations
2) გახდეთ პატარების სანტა და აუხდინოთ სურვილები:
https://supergmiri.ge/letters-to-santa
იმისთვის, რომ გამოწვევა უფრო მასშტაბური გახდეს და პლატფორმის საშუალებით კომპანიებმა ბევრი ბავშვის გახარება შეძლონ, დონაციის განხორციელების შემდეგ უნდა გამოაქვეყნონ პოსტი ჰეშთეგით #გახდისუპერგმირი და გამოიწვიონ მეგობარი კომპანიები.
#სუპერძალაზრუნვაშია
[R]