in

ჰაბლის ტელესკოპმა გალაქტიკების დამაკავშირებელი „ხიდი“ დააფიქსირა

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი ორი გალაქტიკის დამაკავშირებელი ვარსკვლავების „ხიდი“ დააფიქსირა.

M2
M2

გამოსახულების ცენტრში Arp 295a-ს სახელით ცნობილი გალაქტიკაა მოცემული, საიდანაც 250 000 სინათლის წლის სიგრძის ვარსკვლავების ნაკადი მომდინარეობს. მის გარშემო კი აირისა და მტვრის გარსი მოჩანს. ასევე, ფოტოზე ასახულია ახლომდებარე გალაქტიკა Arp 295c — შედარებით მცირე ზომის, მოლურჯო, სპირალური ფორმის.

ორივე მათგანი გალაქტიკური შეჯგუფების Arp 295 ნაწილია, რომლისგანაც 270 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს. ჰაბლის მიერ დაფიქსირებული „ხიდიც“ ამ რეგიონში არსებული ორი გალაქტიკის გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა. შერწყმის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რასაც მილიარდობით წელი სჭირდება — ამ შერწყმის პარალელურად კი, სისტემებიდან მტვერი, აირი და ვარსკვლავები გამოიდევნება.

დროთა განმავლობაში გალაქტიკები ერთმანეთს უფრო და უფრო უახლოვდება, რაც საბოლოოდ ერთიანი სისტემის სახეს მიიღებს. უკვე ამ ერთგვაროვან ფორმაში ძალიან ბევრი ახალი ვარსკვლავის ფორმირება დაიწყება. ასევე, ერთმანეთს ერწყმის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელებიც, რასაც გრავიტაციული ტალღების გამოყოფა მისდევს.

საგულისხმოა, რომ მსგავსი მოვლენების შესწავლა ასტრონომებს ჩვენი გალაქტიკის მომავლის განსაზღვრაშიც ეხმარება — როგორც ცნობილია, დაახლოებით 4.6 მილიარდ წელში მას ანდრომედეს გალაქტიკა შეეჯახება.

აი, როგორ მუშაობს ადამიანებზე ზრუნვის გუნდის მენეჯერი

რეკლამის განმთავსებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა — ინტერვიუ გიგი კურტანიძესთან