in

ასტრონომები გალაქტიკათა შერწყმისას მიღებულ ძლიერ ნათებაზე საუბრობენ

კაშკაშა ინფრაწითელი ნათება, რომელიც ორი გალაქტიკის შერწყმისას ჩნდებოდა, სულ ახლახან გამოააშკარავეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ესეც ჯეიმს ვების ტელესკოპის დახმარებით მოახერხეს. კონკრეტულად კი, ასტრონომებმა მტვრის სქელი კედლის მიღმა სინათლის ზუსტი მდებარეობა დაადგინეს. რა წარმოშობს ამ სინათლეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ იგი გვეხმარება, გავიგოთ, რა არის ან როგორ ანათებს მოსალოდნელზე მეტად. 

M2
M2

გვინდოდა გვეპოვა ძრავა, რომელიც მუხტავს ამ გაერთიანებულ გალაქტიკათა სისტემას. ვიცით, რომ წყარო ღრმად იყო დაფარული კოსმოსურ მტვერში, ამიტომ მის საპოვნელად ვერ გამოვიყენებდით ხილულ ან ულტრაიისფერ სინათლეს. მხოლოდ ჯეიმს ვების დახმარებით შევძელით დაგვენახა, რომ ეს წყარო ყველაფერზე მეტად ანათებს, — აცხადებს ჰანა ინამი, ასტროფიზიკოსი.

მართალია, სამყარო უმეტესად ცარიელი სივრცეა, მაგრამ გალაქტიკათა შერწყმა აქ იშვიათი ფენომენი ნამდვილად არ არის. მასიური გალაქტიკები გრავიტაციის ძალით ერთიანდებიან და ასეთი მეცნიერებს ამ დრომდე საკმაოდ ბევრიც აღმოუჩენიათ. მათი შერწყმის პროცესი კი დაახლოებით ისეთი უნდა იყოს, როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები:

JWST-მ, Inami-მ და მათმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ გალაქტიკათა შერწყმისას მიღებული გამოსხივების წყარო საშუალო ინფრაწითელი სინათლის 70%-ს შეადგენს. მართალია, ეს ორი გალაქტიკა 65 000 სინათლის წელზე ვრცელდება, მაგრამ ინფრაწითელი წყაროს მაქსიმალური რადიუსი მხოლოდ 570 სინათლის წელს შეადგენს. 

ისიც ვიცით, რომ აქტიური შავი ხვრელის ირგვლივ არსებული მატერია ბევრ სინათლეს ასხივებს და ძირითადად ისინი სუპერმასიური შავი ხვრელების ცენტრებში წარმოიშობა. მაგრამ ამ შემთხვევაში სინათლის მდებარეობის საკითხი ბუნდოვანია და იგი ნამდვილად არ გვხვდება ცენტრში…

ჩვენ გვსურს, გავიგოთ, რა მუხტავს ამ წყაროს, ეს რაღაც ვარსკვლავების აფეთქებას უნდა მივაწეროთ თუ მასიურ შავ ხვრელს? ამის გასარკვევად ჯეიმს ვების ინფრაწითელ სპექტრს გამოვიყენებთ. ამასთან, უჩვეულოა, რომ ძრავა გალაქტიკების ძირითადი ნაწილების გარეთაა მოთავსებული, ამიტომ ჩვენ გამოვიკვლევთ, როგორ აღმოჩნდა ის აქ, — ამბობს ინამი.

გარდა ამისა, ასტრონომებმა ჯეიმს ვების მონაცემებში ინფრაწითელი სინათლის 12 უფრო პატარა წყარო აღმოაჩინეს, რომლებიც კაშკაშა ძრავის ირგვლივ ერთიანდებოდა. მართალია, ზოგიერთი აქამდეც ჰქონდათ ნანახი, მაგრამ 5 ნამდვილად ახალი იყო. ამასთან, ისინი ნაკლებად იდუმალიცაა, რადგან სინათლის პროფილი ვარსკვლავის აფეთქების აქტივობას ემთხვევა…

სამომავლოდ კი, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ისინი საიდუმლოებებით მოცული სინათლის წყაროს დადგენას შეძლებენ, რისთვისაც მრავალი კვლევის ჩატარებას აპირებენ. 

Pepsi-მ სუპერთასის ფარგლებში ლიმიტირებული ქილები გამოუშვა

4 ფუნქცია, რომელიც Youtube TV-ის განსაკუთრებულად აქცევს