in

მეცნიერებმა უცნაურ გალაქტიკურ გამოსხივებას ახალი ახსნა მოუძებნეს

გამა-სხივების მოულოდნელი კონცენტრაცია, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გვხვდება, ასტრონავტებისთვის დიდი ხანია, თავსატეხს წარმოადგენს. ადრე ფიქრობდნენ, რომ ეს ბნელი მატერიის ხელწერა იყო, მაგრამ ახლა ავსტრალიელი მეცნიერები გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი გამა-გამოსხივების შესახებ ალტერნატიულ მოსაზრებას გამოთქვამენ.

M2
M2

ეს კონკრეტული გამა-სხივის სიგნალი, რომელიც ცნობილია, როგორც გალაქტიკური ცენტრის სიჭარბე, შესაძლოა, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავისგან მოდიოდეს, მზეზე დიდი ვარსკვლავების ნარჩენებისგან, — განმარტავს როლანდ კროკერი, კვლევის თანაავტორი. 

საინტერესოა ისიც, თუ როგორ მივიდნენ ისინი ამ დასკვნამდე, რაზეც მკვლევრები ამბობენ: ჩვენამდე დააფიქსირეს, რომ გამა-გამოსხივება მზის სისტემასთან ახლოს მდებარე ცალკეული მილიწამიანი პულსარებისგან მოდიოდა, შესაბამისად, ვიცოდით, საიდან შეიძლებოდა წამოსულიყო მსგავსი გამოსხივება. ჩვენი მოდელი კი აჩვენებს, რომ 100 000 ვარსკვლავისგან მიღებული ემისია წარმოქმნის იმას, რაც გალაქტიკური ცენტრის სიჭარბესთან თავსებადია.

კვლევაში გამა-სხივების წარმოქმნის კიდევ ერთ წყაროზე საუბრობენ — იგი ჩვენთვის ყველაზე ახლო და დიდი გალაქტიკიდან, ანდრომედადან, შეიძლება მოდიოდეს…

რატომ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება?

10 ფრაზა, რომელსაც ციფრული მარკეტერები ხშირად იყენებენ