ბანგკოკში გამართულ პრესკონფერენციაზე Samsung-მა ახალი სმარტფონი Galaxy А80 წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლებს ახალი მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაუმახვილებიათ. მთავარი სიახლე, რომლის შესახებაც პრესკონფერენციაზე საუბრობდნენ მბრუნავი კამერა იყო. გარდა ამისა, ტელეფონი გახდა Samsung-ის პირველი მოწყობილობა, რომელსაც მთელეკრანიანი დისპლეი ექნება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, Galaxy А80-ს სამმაგი მთავარი კამერა ექნება: 48-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი და 3D ToF (სპეციალური სენსორი, რომელსაც სინათლის გამოსხივება და ობიექტისგან მისი არეკლვის სიჩქარის გაზომვა შეუძლია). სავარაუდოდ, მოდელს 6,7-ინჩიანი დისპლეი, Qualcomm Snapdragon 730 პროცესორი, 3700 მეგაამპერ-საათიანი ბატარეა, 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 მეგაბაიტიანი მყარი დისკი ექნება.
Galaxy А80 გაყიდვა 29 მაისს დაიწყება, ხოლო სმარტფონის ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია.
https://twitter.com/SamsungMobile/status/1115965225902043140?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1115965225902043140&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fteqnologiebi%2F102354%2Fsamsungis-akhal-smartpons-mbrunavi-kamera-eqneba











