in

Galaxy A7 – Samsung-ის ახალი მოდელი საშუალო კლასის სმარტფონებში 

მრავალფუნქციური, პრემიუმ კლასის ტელეფონები თავისი ყველასათვის მიმზიდველია. თუმცა, მაღალი ფასის გამო, ბევრს უარის თქმა უწევს და შედარებით, მოკრძალებულ საკომუნიკაციო საშუალებას ჯერდება. ამიტომ, როგორც Samsung-ის წარმომადგენლობაში ამბობენ, კომპანიამ საშუალო კლასის სმარტფონების მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობა დაიწყო და პირველი შედეგიც სახეზეა:

„ეკრანის ზომით, „ჩიპსეტით“, ოპერატიული მეხსიერებით და რაც მთავარია კამერით, ახალი Galaxy A7 პრეტენზიული მომხმარებლის ინტერესებს აკმაყოფილებს და ტოვებს განცდას, რომ მფლობელს ხელში პრემიალური კლასის გაჯეტი უჭირავს“.

მათივე თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა Galaxy A7.

„ნებისმიერი რამის შეფასებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებაა, რომლსაც ჩვენში, ყოველთვის, ვიზუალი ტოვებს. სწორედ ასეთია Galaxy A7. ტელეფონის წინა პანელი, თითქმის, მთლიანადაა ათვისებული ეკრანით, შეჭრილი კამერის გარეშე. უკანა პანელი დამზადებულია პოლიკარბონატით, რომელსაც აქვს მინის ვიზუალი და არეკვლადობა, რაც ტელეფონს კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის. თითის ბიომეტრიული სკანერი განბლოკვის ღილაკშივეა ჩაშენებული. იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონი, სულ რაღაც, 168 გრამს იწონის, სისქეში კი მხოლოდ 7.5 მილიმეტრია, თამამად შეგვიძლია მის დიზაინს დახვეწილი ვუწოდოთ“.

კომპანიის წარმომადგენლობის თქმით, სმარტფონების ტენდენცია იცვლება და მომხმარებელთა უმეტესობა დიდი ზომის ეკრანს ითხოვს, 6 ინჩიანი ეკრანი კი ამ მოთხოვნას ნამდვილად აკმაყოფილებს.

„რა თქმა უნდა, ეკრანის შეფასების კრიტერიუმი მხოლოდ ზომა ვერ იქნება. Galaxy A7-ის Super AMOLED ტიპის FHD+ ეკრანი, 1080×2200 რეზოლუციით, საშუალო კლასის მოდელისთვის ძალიან კარგია“.

როგორც თავად ამბობენ, Galaxy A7 კიდევ ერთი უპირატესობა 3300 მილიამპერიან ბატარეაა, რაც ნიშნავს, რომ სრულად დამუხტული ტელეფონი 9-10 საათს ძლებს.

„კიდევ ერთი მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც საშუალო კლასის სმარტფონებს ახასიათებს, მისი მოხმარების ხანგრძლივობაა. ამ მხრივ, Galaxy A7, 3300 მილიამპერიან ბატარეას გვთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ტელეფონი 9-10 საათის განმავლობაში გამოიყენოთ ჩართული ეკრანის პირობებში. რაც შეეხება მის ტევადობას, 64 გიგაბაიტის შევსება მარტივი არ არის, თუმცა თუ ეს თქვენთვის მაინც პრობლემატური საკითხია, მეხსიერების ბარათის სლოტი თქვენს სამსახურში იგულეთ. 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 8 ბირთვიანი Exynos 7885 პროცესორით ნამდვილად იშვიათია ბიუჯეტურ მოდელებში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მონაცემებით, თქვენი ტელეფონის მუშაობა მაქსიმალურად მიახლოებული იქნება იმ ფლაგმანებთან, რომელთა ფასი Galaxy A7-ისას მინიმუმ  2-ჯერ აღემატება“.

Samsung-ის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტური Galaxy A7 რევოლუციური მოდელია.

„ძალიან ბევრი ადამიანი სამოყვარულო დონეზე გატაცებულია ფოტოგრაფიით, თუმცა, სამოყვარულო კამერა, ისევე როგორც პრემიუმ კლასის სმარტფონი, ერთგვარი, ფუფუნების საგანია. Samsung-მა ამ საკითხზე აშკარად იმუშავა და მოახერხა, რომ კარგი კამერა მომხმარებლისთვის იაფად ხელმისაწვდომი გამხდარიყო.  Galaxy A7-ის მთავარი ღირსებია სწორედ მისი კამერაა – პირველი 3 კამერიანი სისტემა საშუალო კლასის სმარტფონებში. ეს ნამდვილად რევოლუციური გადაწყვეტილებაა. სამი კამერიდან მთავარი კამერა 24 მეგაპიქსელიანია, F1.7 დიაფრაგმით. მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სურათების მკვეთრი დეტალიზაცია, რომელსაც პიქსელების შეკუმშვის მექანიზმით ახერხებს დაბალი განათების პირობებშიც კი. მთავარ კამერას LED განათებასთან ერთად, ეხმარება მეორე 5 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც პორტრეტული რეჟიმის კადრების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ამ სისტემის შემადგენელი მესამე კამერა 8 მეგაპიქსელითა და ულტრა ფართო 120 გრადუსიანი ხედვის კუთხითაა წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც მაღალი ხარისხის ფართო ხედვის კადრების გადაღებას შეძლებთ. საბოლოო ჯამში, Galaxy A7-ის შეძენით თქვენ გექნებათ ლამაზი ტელეფონი, უპრობლემო ინტერფეისი და საკმაოდ კარგი კამერა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად ხელმისაწვდომ ფასში. Galaxy A7 „სამსუნგის“ ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში წარმოდგენილია სამ ფერში (ლურჯი, შავი, ვარდისფერი). აქვე შეგახსენებთ, რომ უნდა შეიძინოთ მხოლოდ „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით“.

[R]

ტყიბულში მსოფლიო ბრენდების ქურთუკები შეიკერება 

ქართული პროდუქცია, ჩინეთში, საგამოფენო სივრცეებითა და სხვა სერვისებით უფასოდ ისარგებლებს