22
Jan
2019

Samsung-ის ახალი Galaxy A8s

22 Jan 2019

Samsung-მა Galaxy A8s -ის ახალი მოდელი გამოუშვა. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, ეს სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი, Female Edition-ია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შესაძლო სექსისტურ მიდგომებზე, ამ დრომდე, მედიაში ყურადღება არ გამახვილებულა.

mBank QR
mBank QR

ახალი მოდელის უპირატესობად 6,4- ინჩიანი, Full HD ეკრანი, 24 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება ითვლება. „სმარტფონი“ ზომით 158,4 × 74,9 × 7,4 მმ-ია და წონით 172 გრამია.

Galaxy A8s FE 14 თებერვლიდან (წმინდა ვალენტინის დღე) გაიყიდება. თუმცა, ამ დრომდე უცნობია მისი ფასი. კომპანიამ სტანდარტული Galaxy A8s, დაახლოებით, 1 თვის წინ გამოუშვა.

 

განხილვა