in

Galaxy AI კომუნიკაციისთვის ახალ ფუნქციებს გვთავაზობს

veon
veon

Samsung Unpacked 2024-ის ღონისძიებიდან მხოლოდ ის არ გაგვიგია, რომ Galaxy Ring-ის გაყიდვები იწყება, ბრენდი Galaxy AI-ის იმ მახასიათებლებზეც საუბრობს, რომლებიც ახალ გზებს გვთავაზობს კომუნიკაციისთვის… საზღვარგარეთ ყოფილხართ და უცხო ქალაქში ყავის შეკვეთა გიცდიათ, თუმცა ენის ბარიერის გამო შეფერხებულხართ? ახლა ამ პრობლემას Galaxy AI მოგიგვარებთ. 

Interpreter-ის ფუნქციის წყალობით, მომხმარებლები უცხო ქალაქში აღარასდროს დაიკარგებიან. სულ პირველად ეს Galaxy S24-ის სერიებში გაგვაცნეს, შემდგომ დასაკეც სმარტფონებზეც. ახლა კი, როცა Galaxy Z Flip6 FlexMode-ზე იქნება, მომხმარებლები შეძლებენ რეალურ საუბრებში ჩართვას ადამიანთან, რომელიც განსხვავებულ ენაზე საუბრობს, თარგმანს კი პირდაპირ როგორც Cover Screen-ზე, ისე Main Screen-ზე ნახავენ. ხოლო Conversation Mode პირისპირ კომუნიკაციას მეტად ბუნებრივს ხდის, რადგან თითოეული ადამიანის მშობლიური ენა ეკრანზეა ნაჩვენები.

აქ Listening Mode-ის ძალაუფლებასაც უნდა გაზიაროთ, აი, მაგალითად, თუ უცხოენოვან ლექციას დაესწრებით ან სხვა ქვეყნებში იმოგზაურებთ, ამ ფუნქციის გააქტიურებით ლექცია ან გიდი, მოკლედ ის, რაც გესმით, რეალურ დროში ტექსტად გადაითარგმნება. მყისიერი აუდიო თარგმნისთვის Galaxy Buds3-თან დაწყვილებასაც შეძლებთ. ამგვარად, როცა უცხო ენების მცოდნე ადამიანებთან საუბარი მოგინდებათ, ეს პრობლემა აღარ არ იქნება.

და ტესტურ შეტყობინებებზე სწრაფად პასუხების მოფიქრება თუ გიჭირთ? თუ ასეა, Suggested Replies, უახლეს მიმოწერაზე დაფუძნებით, რომლებიც FlexWindowდან იგზავნება, Galaxy AI-ის დახმარებით ახალ პასუხებს შემოგთავაზებთ. 

Chat Assist-საც გაგაცნობთ, ეს დაგეხმარებათ გრამატიკა, პუნქტუაცია და მთლიანად წერის სტილი დახვეწოთ, როცა თანამშრომელს ელ.ფოსტას უგზავნით ან სოციალურ მედიაში ათავსებთ პოსტს. Galaxy AI აანალიზბეს ტექსტს, შემდგომ კი განსხვავებული კონტექსტისა თუ სიტუაციებისთვის რედაქტირებებს გთავაზობთ. 

დაბოლოს, როცა ბევრი დრო არ გაქვთ ელ.ფოსტის დასაწერად, ამაში Composer შეგიძლიათ, დაიხმაროთ. AI სისტემების მსგავსად, მასაც ტექსტური მოთხოვნა უნდა გაუგზავნოთ, რის შემდეგაც თქვენთვის სასურველ ტექსტს დააგენერირებს. 

აქვე, Unpacked 2024-ის ღონისძიების ვიდეოსაც შემოგთავაზებთ:

Google-ის უფასო ინსტრუმენტი ციფრული იდენტობის დასაცავად

როგორ დაეხმარება ლიდერებს 1970-იანი წლების პანკ-როკ აზროვნება?