in

Galaxy AI აქ არის! – Samsung Galaxy S24 სერიის სმარტფონები უკვე ალტაში

ტექ-ენთუზიასტების ნანატრი სმარტფონის სერია, Samsung Galaxy S24 უკვე საქართველოშია. მისი პრეზენტაცია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ – ალტაში, 24 იანვარს შედგა. სტუმრებს, რომლებსაც ალტამ და სამსუნგმა საზეიმო ვითარებაში უმასპინძლეს, შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ Samsung-ის ფლაგმანური სმარტფონების უნიკალურ ფუნქციებსა და პერფორმანსს. 

სტუმრებმა ახალი S24-ის სერიის შთამბეჭდავ შესაძლებლობებზე სამსუნგისთვის დამახასიათებელი ორიგინალური ვიდეორგოლიდან შეიტყვეს, მათ კი, ვინც პრეზენტაციის დღეს შეიძინა ახალი სმარტფონი, გათამაშებაში მონაწილეობის საშუალება მიეცათ და საჩუქრად ალტას 500 ლარიანი ვაუჩერები მიიღეს, რომელსაც სამსუნგის ტექნიკის შესაძენად გამოიყენებენ.

მთავარი სიახლე, რომლითაც სამსუნგმა მომხმარებლების მოხიბვლა შეძლო, მობილური მოწყობილობების ახალი ეპოქა – Galaxy AI არის. Samsung Galaxy S24-ის სერიის მოწყობილობები ხელოვნური ინტელექტის (AI) მხარდაჭერით უფრო სწრაფი, უფრო მოქნილი და უფრო მძლავრია, თუმცა მათი უნიკალურობა სრულიად ახალ ფუნქციონალებში მდგომარეობს.

Circle to Search Google-ის მხარდაჭერით შექმნილი ფუნქციონალია, რომელიც საშუალებას იძლევა, ეკრანზე გამოსახული ობიექტის ან ტექსტის შესახებ ინფორმაცია მარტივად, თითით ან S Pen-ით შემოხაზვით მოიძიო. 

მობილური ფოტოგრაფიით გატაცებულებს კი ახალ სმარტფონებში ხელოვნური ინტელექტის შთამბეჭდავი შესაძლებლობები დახვდებათ. Samsung Galaxy S24-ის სერიის სმარტფონებით შეგიძლია გადაიღო და დაამუშაო ფოტოები ან ვიდეოები ისე, როგორც გსურს. Generative Edit ფუნქციით ამოშლი ობიექტებს თითის ერთი დაჭერით, შეავსებ ფოტოს ფონს სასურველი საგნებით ან შეუცვლი მათ მდებარეობას, ხოლო AI თავად შექმნის ფონს იქ, სადაც მანამდე ობიექტი იყო.

რაც მთავარია, სმარტფონით ულტრა სტაბილურ ვიდეოებსა და 50-მეგაპიქსელიან ფოტოებს გადაიღებ. ამისთვის Galaxy S24 Ultra-ს Quad Tele სისტემა არსებობს. ახალი 5x ოპტიკური ლინზები, 50MP სენსორთან ერთად, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას და 2x, 3x, 5x to 10x მიახლოებას ადაპტური პიქსელის სენსორის დახმარებით. AI-ით მხარდაჭერილი ახალი ზუმის საშუალებით, 100x-მდე მიახლოების შემთხვევაშიც კი, გამოსახულება სუფთა რჩება. ProVisual მექანიზმის მეშვეობით, დეტალები ახლა უფრო მკვეთრად ჩანს, ხოლო ღამის კადრები გამორჩეულად შთამბეჭდავია.

მაღალი გარჩევადობის ეკრანი, მძლავრი ელემენტი და პროცესორით გეიმინგის დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის, ამასთან ახალი სმარტფონები აღჭურვილია Ray-tracing-ის ფუნქციით, რომლითაც თამაშის პროცესში ჩრდილები და ანარეკლები მაქსიმალურად რეალისტური ხდება.

სმარტფონები დახვეწილია ვიზუალურადაც. ჩარჩო ტიტანისგანაა შექმნილი, ხოლო IP68 სტანდარტით დაცული Corning® Gorilla® Armour ეკრანის სიმტკიცეს უზრუნველყოფს და სმარტფონს წყლისა თუ მტვრის მიმართ მდგრადობას უნარჩუნებს. 

14 თებერვლის ჩათვლით, შეიძინე Samsung Galaxy S24 სერიის სმარტფონი ალტას მაღაზიათა ქსელში სამსუნგის ჰოლოგრამით და მიიღე Galaxy Watch6 ან Buds2 Pro საჩუქრად. უფრო კონკრეტულად კი:

  • S24 ultra (1TB)-ს შეძენისას საჩუქრად მიიღებ Galaxy Watch6 Classic-ს;
  • S24 Ultra-ს (256/512GB) შეძენისას საჩუქრად მიიღებ Galaxy Watch6-ს;
  • S24+ (256/512GB) შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემა Galaxy Watch 6;
  • ხოლო თუ S24-ის (128/256GB) შეძენას გადაწყვეტ, საჩუქრად მიიღებ Galaxy Buds2 Pro-ს.

გამოცადე სმარტფონების ახალი ეპოქა, დასაჩუქრდი და გახადე ყოველდღიურობა კიდევ უფრო საინტერესო Galaxy S24 სერიასთან ერთად.

[R]

3 მეცნიერული სტრატეგია ბედნიერების მისაღწევად

Porsche-ს ქოფირაითერული „გაკვეთილები“