25
Feb
2019

Samsung-ის უსადენო ყურსასმენები 8 მარტიდან გაიყიდება

25 Feb 2019

Samsung-მა, სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე, ახალ სმარტფონებთან ერთად, ახალი ყურსასმენებიც წარადგინა და განაცხადა, რომ ის 8 მარტიდან გაიყიდება. მისი ღირებულება $129 იქნება. აღსანიშნავია, რომ Samsung’s Galaxy Buds, Apple-ის მსგავს ყურსასმენებზე $30-ით იაფია.

Samsung’s Galaxy Buds აღჭურვილია განსაკუთრებული აუდიო სისტემით. ასევე, ყურსასმენის ცალ-ცალკე გამოყენება იქნება შესაძლებელი, ხოლო ორივე მათგანს ექნება გათიშვის ფუნქცია. ხმის კონტროლი და სხვა სიმღერაზე გადართვა კი Touch ღილაკით იქნება შესაძლებელი. უსადენო ყურსასმენებით სარგებლობა, სრული დამუხტვის შემთხვევაში, 5-6 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

 

განხილვა

1 Response