დღევანდელ ღონისძიებაზე, Samsung-მა ლობიოს ფორმის უსადენო ყურსასმენი – Galaxy Buds Live წარადგინა. მის შესახებ გაჟონილ ინფორმაციებშიც ვკითხულობდით, თუმცა დღეს უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ ის ბაზარზე 6 აგვისტოდან გამოჩნდება, ხოლო მისი ფასი $169.99 იქნება.
რაც შეეხება ფუნქციებს, Galaxy Buds Live-ს აღჭურვილია აქტიური ხმაურის დამხშობი სისტემით, თუმცა, ეს სისტემა განსხვავებულია იმისგან, რაც შეიძლება AirPods Pro-ს, ან Sony 1000XM3-ის შემთხვევაში გამოგიცდიათ. „სამსუნგის“ თქმით, ამ სისტმას შეუძლია თქვენს ყურებში შემავალი ხმა ძალიან დაბალი სიხშირის ხმაურისგანაც გაწმინდოს (მაგალითად თვითმფრინავის სალონში, ან მატარებელში ყოფნისას ტრანსპორტის ხმა მოჰყავთ). თუმცა, ის გამიზნულად გაგაგებინებთ მნიშვნელოვან შეტყობინებებს. მაგალითად, არ გამოგრჩებათ თუ ვინმე პირადად მოგმართავთ, ან მგზავრობისას გამაფრთხილებელ შეტყობინებას გამოაცხადებენ.
ელემენტის მხრივ, Galaxy Buds Live 6 საათის განმავლობაში გაგიძლებთ, ქეისის გამოყენებით კი 21 საათს. რაც შეეხება წყლისა და ოფლის მიმართ მდგრადობას, ის არც ისე ხელსაყრელი მოდელია. IPX2-იანი გამძლეობით, ის ვერ იმუშავებს, თუ ძლიერი წვიმისას სეირნობას გადაწყვეტთ.