25
Jul
2019

Samsung: დასაკეცეკრანიანი Galaxy Fold სექტემბრიდან გაიყიდება

25 Jul 2019

Alta
Alta


დასაკეცეკრანიანი Galaxy Fold-ის გაყიდვა 2019 წლის სექტემბრიდან, გარკვეულ ქვეყნებში დაიწყება. ამის შესახებ განცხადება Samsung-მა გაავრცელა. პირველი დასაკეცეკრანიანი სმარტფონის გამოშვებას Samsung ჯერ კიდევ აპრილში გეგმავდა, თუმცა, Galaxy Fold-ის დატესტვისას, სხვადასხვა ჟურნალისტისა და ბლოგერის მიერ აღმოჩენილი ხარვეზები გახდა მიზეზი, რის გამოც სმარტფონის გამოშვება გადაიდო და კომპანიამ ხარვეზების გამოსწორებაზე დაიწყო მუშაობა.

რა გამოსწორდა/გაუმჯობესდა Galaxy Fold-ში კრიტიკის შედეგად? Samsung-ის განცხადებით, შეიცვალა სმარტფონის Infinity Flex Display-ის დამცავი პანელი და მან დისპლეის სტრუქტურის შიდა ნაწილში გადაინაცვლა. შესაბამისად, მისი მოშორება შეუძლებელი გახდა. ასევე, კომპანიამ მოსინჯა ახალი ძალები სმარტფონის გარეგანი დაზიანების ასარიდებლად, დაცვითი სისტემის უზრუნველსაყოფად.

„სამსუნგის“ პირველი დასაკეცეკრანიანი სმარტფონის დიზაინში, ეკრანის დაცვის კუთხით აუცილებელი ცვლილებების შეტანის შემდეგ, მოდელი 1980 დოლარი ეღირება. ჯერჯერობით, უცნობია, რომელ ქვეყნებში გახდება ხელმისაწვდომი სექტემბრიდან Galaxy Fold.

განხილვა