in ,

როგორ გამოიყურება Galaxy Note 20 Ultra – ვიზუალებმა პრეზენტაციამდე გაჟონა

როგროც ჩანს, Samsung-მა საკუთარ რუსულ ვებგვერდზე შემთხვევით გამოაქვეყნა Galaxy Note 20 Ultra-ს ვიზუალები. მოგვიანებით, ვიზუალები საიტიდან გაქრა, თუმცა მისი დაფიქსირება XDADevelopers-ის ავტორმა – მაქს ვეინბაკმა მაინც მოასწრო.

როგორც გამოსახულებებზე ვხედავთ, ახალ მოდელს მეოთხე კამერა დაემატა, ხოლო ხმის კონტროლის ღილაკები მარცხნნიდან მარჯვნივ გადმოვიდა. სმარტფონის დიზაინი კი „მისტიკური ვერცხლისფერია“.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, Galaxy Note 20-ის სერიის ყველაზე დიდ მოდელს 17.5-სანტიმეტრიანი ეკრანი იქნება. თუ ეს დეტალი დადასტურდა, Galaxy Note 20-ის სერიის სმარტფონებიდან ერთ-ერთი იქნება ყველაზე დიდი OLED ეკრანის მქონე სმარტფონი.

Galaxy Note 20-ის სერიის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდები არსებობს. Mashable-ს ცნობით, მას, სავარაუდოდ, Snapdragon/Exynos პროცესორი, 6.9-ინჩიანი და 120Hz-იანი ეკრანი ექნება. სმარტფონის მთავარი კამერა კი 108 მეგაპიქსელიანი იქნება. ჯერჯერობით, ზუსტად არც ის ვიცით, როდის წარმოგვიდგენს Samsung Galaxy Note 20-ს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს აგვისტოს დასაწყისშია მოსალოდნელი.

მალე, Facebook და Instagram პირბადის გაკეთებას შეგახსენებთ

როგორ მივაღწიოთ კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდას – Yale-ის უნივერსიტეტის უფასო ონლაინ კურსი