in ,

Samsung-მა ავიაკომპანია Iberia-ს 200 მგზავრს Galaxy Note 8 დაურიგა!

Galaxy Note 7-ის არც თუ ისე კარგი გამოცდილების შემდეგ, Samsung-მა გადაწყვიტა თავისი ახალი Note 8-ის გამოჩენა უფრო გრანდიოზული და მასშტაბური გაეხადა, ამისთვის ავიაკომპანია Iberia-სთან ერთად, ძალიან ორიგინალური და რაც მთავარია, დაუვიწყარი სარეკლამო კამპანია განახორციელა. 23 ოქტომბერს IB514-ის 200 მგზავრს ფრენის დროს, მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს, უკლებლივ ყველა მათგანს Samsung-ისგან ბრენდის სულ ახალი სმარტფონი გადაეცათ საჩუქრად. კომპანიამ გასული წლის შეცდომებიც ხმამაღლა და თამამად ყუთზე განთავსებულის სპეციალური წარწერით აღიარა: A year ago we asked you to turn it off, we welcome you today on board.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=9FAmSCUq5zw

ესეც Galaxy Note 8-ის საპრეზენტაციო ვიდეორგოლი, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს Samsung-ის უახლეს სმარტფონს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=RKYjdTiMkXM

შემზარავი კვალი, რომელიც არ ქრება და ტრავმები, რომლებიც არ ჩანს – ემოციური პრინტ კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

აქციეთ თქვენი ტკივილი სიძლიერედ! – Under Armour-ის ემოციური ვიდეორგოლი