in

რამდენად რომანტიკულია სმარტფონით ნათქვამი “მე შენ მიყვარხარ”? – Galaxy Note8-ის ვიდეორგოლი

ტელეფონით ნათქვამი “მე შენ მიყვარხარ” რომანტიზმისგან შეიძლება შორს არის, თუმცა იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სმარტფონით და როგორი გზით ხდება სიყვარულის ახსნა. თუ ეს Samsung-ის ახალი Galaxy Note8-ია, მაშინ შეიძლება ურთიერთობაში გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ გზით კიდევ უფრო მომხიბვლელიც კი იყოს. ყველაფერს ხელს სმარტფონის სხვა ბევრ გაუმჯობესებულ ფუნქციებთან ერთად, Live შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა უწყობს. კომპანიამ თავისი სიახლის რეკლამირებისთვის, სააგენტო Wieden + Kennedy-ის დახმარებით, სიყვარულის ძალიან რომანტიკული და ორიგინალური ისტორია წარმოგვიდგინა, რომელშიც Galaxy Note8 საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვიდეო, სახელწოდებით I Love You, ბრენდმა პირველად Emmy Award-ის ცერემონიის მიმდინარეობისას წარადგინა.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=ERpKo7XZ9yY

მოდური კარაოკე ნაომი კემპბელის მონაწილეობით – H&M-ის ვიდეორგოლი შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის

ბაზარზე საბავშვო ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი „ნიკოლი” გამოჩნდა