in

Galaxy S23 სერია უკვე ელიტ ელექტრონიქსში

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც ტექნიკის ბაზარზე ლიდერი სავაჭრო ქსელია, მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ქართულ ბაზარზე არაერთი წამყვანი ბრენის ტექნიკა ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანოს და გახდეს მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. დღესდღეობით ბრენდი საქართველოს 15 დიდ ქალაქში 23 მაღაზიას აერთიანებს და მასში 200-ზე მეტი ტექნიკის ბრენდია თავმოყრილი.

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს უახლესი, ტრენდული და ხარისხიანი პროდუქციით, რის გამოც ტექნოლოგიური სიახლეები მის დახლებზე ერთ-ერთი პირველი ხვდება.

ანდროიდის სამყაროში წლის ყველაზე დიდ მოვლენას, Samsung Galaxy S23 სერიის ფლაგმანების გამოსვლას, ელიტ ელექტრონიქსი განსაკუთრებულად შეხვდა. ქავთარაძის ფილიალში ელიტ ელექტრონიქსისა და სამსუნგის ერთგული მომხმარებლებისთვის გრანდიოზული საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მომხმარებლებთან ერთად არაერთი ტექ ბლოგერი ესწრებოდა.

პრეზენტაციის პერიოდში ხაზი გაესვა Galaxy S23-ის იმ ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც წელს სამსუნგი თავის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს.

ყველაზე დიდი და მასშტაბური განახლება, რაც ერთხმად იქნა აღიარებული, არის Snapdragon 8 Gen 2 ჩიფსეტი, რისი წყალობითაც სმარტფონი მსოფლიოში უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას გვთავაზობს. კონტენტის შექმნისა და თამაშების მოყვარულთათვის კი უმნიშვნელოვანესია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც საზღვრებს არღვევს და აჭარბებს მოლოდინს.

Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტის წყალობით, წინამორბედ ფლაგმანებთან შედარებით, 20%-ით მეტხანს ძლებს.

პირველად Galaxy სმარტფონებში, Galaxy S23 Ultra-ს კამერას გააჩნია 200MP, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს. ასევე, გვაქვს 12-მეგაპიქსელიანი ულტრა-ფართო კუთხოვანი ლინზა და პერისკოპული 10-მეგაპიქსელიანი ლინზა, ათმაგი ოპტიკური მიახლოებით; რა თქმა უნდა, ისევ გვაქვს ასმაგი ზუმი, რათა ძალიან მოახლოებული კადრები ან, საერთოდაც, მთვარის ფოტოები გადავიღოთ.

Galaxy-ის ახალი მოდელების ეპიკური კამერა კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მომხმარებლებს, აღმოაჩინონ და გამოავლინონ კრეატიულობა, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. მისი კამერის მოდული მორგებულია თითქმის ნებისმიერი განათების პირობებს და წარმოუდგენელ დეტალიზაციას გვთავაზობს.

ვიდეოს შემთხვევაში კი გაუმჯობესებულია ოპტიკური სტაბილიზაცია, რომლის წყალობითაც, სტაბილიზატორისა და ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე ვიღებთ ხარისხიან, სტაბილურ ვიდეოს.

ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც არაერთი წელია, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, გვთავაზობს სამსუნგის სმარტფონებს, პლანშეტებსა თუ აქსესუარებს ოფიციალური ჰოლოგრამით.

ვინც ჯერ კიდევ არ იცით, Samsung-ის სმარტფონები უნდა შეიძინოთ ჰოლოგრამით, რადგან ის ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის. ჰოლოგრამიან  სმარტფონს ასევე გააჩნია სამსუნგის გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენლობაც ელიტ სერვისი გახლავთ.

10 თებერვლიდან Samsung galaxy S23 სერიის ახალი ფლაგმანების შეძენა მომხმარებელს უკვე შეუძლია ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელებში, მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ონლაინ ee.ge-ზე. ხოლო ის მომხმარებლები, რომლებიც თებერვლის თვეში შეიძენენ ახალი სერიის ფლაგმანებს საჩუქრად მიიღებენ Galaxy watch 5-ს ან Buds2-ს.

[პარტნიორის კონტენტი]

BTU აბიტურიენტებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს

„თეგეტა“ ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების სამეულშია – ჰოლდინგი „მწვანე ბონდების“ ემისიას გეგმავს