in

Samsung Galaxy S5-ის პრეზენტაცია თბილისში და მარკეტერის რევიუ

22 მარტს, თბილისში სამუნგის ოფიციალურ მაღაზიაში, ახალი პროდუქტის – Samsung Galaxy S5-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მარკეტერიც ესწრებოდა და გთავაზობთ პატარა მიმოხილვას.

galaxys5

სამსუნგის ბრენდ-მაღაზიაში ჩატარებული პრეზენტაციიდან ცხადი გახდა, რომ კომპანიის მომდევნო თაობის სმარტფონი – Samsung Galaxy S5, კვლავ ახალი მწვერვალების დაპყრობას აპირებს. ვრცელ პრეზენტაციაში განხილული იყო მოწყობილების ყველა ფუნქცია, და დამსწრეებს საშუალება მოგვეცა, ტელეფონი ხელითაც აგვეღო და გაგვესინჯა.

სამსუნგ-გალაქსი-5პირველი რაც თვალში გხვდება – ოდნავ გაზრდილი წინა მოდელიდან, 5.1 დიუიმიანი ეკრანია ყველაზე თანამედროვე არეკლვის ჩამხშობი ტექნოლოგიით, შედეგად ფერები და კონტრასტულობა მზიან ამინდში თითქმის არ იკარგება. გაუმჯობესებულია კამერაც – 16 მეგაპიქსელიანი ობიექტივი სმარტფონებში ყველაზე სწრაფი ავტოფოკუსით დაიკვეხნის, და როგორც ამბობენ ჩაშენებული HDR ფუნქციით ყველაზე არახელსაყრელ განათებაშიც დაბალანსებულ ფერებს იჭერს.

ცვლილებები შეეხო სენსორულ ტექნოლოგიებსაც – კორპუსის უკანა ნაწილზე თითის დაჭერით იზომება მომხმარებლის პულსი, რომელსაც მრავალი ჯანმრთელობაზე გათვლილი აპლიკაცია იყენებს. მთავარი ეკრანი ასევე თითის ანაბეჭდის სკანერს შეიცავს, რომელსაც უამრავი ფუნქცია შეიძლება მიაბათ – სმარტფონის „ანლოქით“ დაწყებული და PayPal-ზე სწრაფი ყიდვებით დამთავრებული.

ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო ფუნქცია დეტალურად არ იქნა განხილული – მაგრამ Ultra Power Saving Mode მართლაც რომ შთამბეჭდავი დანამატია. მისი ჩართვით ეკრანი გადადის შავ-თეთრ რეჟიმში, ხოლო ხელმისაწვდომი ფუნქციებიდან რჩება მხოლოდ ყველაზე მარტივი საკომუნიკაციო აპები – ტელეფონი, ტექსტური მესიჯები, ინტერნეტ ბრაუზერი და ა.შ. ამ რეჟიმში სმარტფონის ენერგომოხმარება თითქმის ათჯერ ეცემა, რაც ძალიან სასარგებლოა გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის.

საბოლოო ჯამში, სამსუნგის ახალი (და წყალგამძლე!) დივაისი პერსპექტიული ნაბიჯია Galaxy სერიაში, იმისდამიუხედავათ, რომ ფასი ჯერ ზუსტად არ უცნობია. კომპანიის მომხმარებლებს ნამდვილად დააინტერებთ S5-ის უამრავი ახალი ფუნქცია და განახლებული Gear სერიის აქსესუარები, რომლებიც თანამედროვე კომუნიკაციას კიდევ უფრო მარტივს ხდიან.

Galaxy S5 ოფიციალური გაყიდვები საქართველოსა და მსოფლიოში – 11 აპრილს დაიწყება.
11 აპრილამდე კი მსურველებს სამსუნგის ბრენდ მაღაზიაში წინასწარი შეკვეთის გაფორმება  შეუძლიათ.

თუ თქვენ პრეზენტაციაზე ვერ მოხვდით, შეგიძლიათ პროდუქტის რევიუ ამ ვიდეოში იხილოთ.

http://www.youtube.com/watch?v=QrMOu4GU3uU&feature=youtu.be

საშიში მტაცებელი ცხოველი, რომელიც თბილისი მოლში ბინადრობს!

მარკეტერი თემა

“თანამედროვე მარკეტინგის მართვა” – ტრენინგი & სიმულაცია მარკეტერებისათვის