in

სამსუნგმა მესი რკინის კაცად აქცია

Galaxy S6 Edge-ის რეკლამისთვის Samsung-ს კინოსტუდია Marvel-ი შეუერთდა და “შურისმაძიებლების” ალტერნატიული ჯგუფი შეკრიბეს.

ფეხბურთელი მესი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ედი ლეისი, ჰავაელი სერფინგისტი ჯონ ფლორენსი და შვეიცარიელი ველომრბოლელი ფაბიან კანჩელარი Marvel Comics-ის ახალი გმირები გახდნენ.

სარეკლამო კამპანია რამდენიმე სერიისგან შედგება. პირველი 4 წუთიან ვიდეო რგოლ “Assemble”-ში, ისევე როგორც ფილმში, გმირები კაფეში იკრიბებიან, საიდანაც მიწისქვეშა ბაზაში ჩადიან.

სამსუნგის სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ ვიდეოს სპეციალური ვერსია ჩამოტვირთონ და ვირტუალური რეალობის სათვალეებით Gear VR -ის უყურონ.

 

https://youtu.be/f0vk87z3sPA

“მზად არის თქვენი სხეული პლაჟისთვის?” – სკანდალური კამპანია

38 მილიონი ჭადრაკს, 0 ლარი ავტოსპორტს – დრაგი რუსთავში!