in

Galaxy S8|S8+ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო !!

Galaxy S8|S8+ ოფიციალური გაყიდვები დაიწყო, თუ წინასწარ არ შეგიკვეთავთ და Samsung-ის ახალი სმარტფონები Galaxy S8 | S8+ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, კომპანია ახალი მოდელების ფართომასშტაბიან გაყიდვებს საქართველოში 8 მაისიდან იწყებს, მოემზადეთ! Samsung-მა Galaxy S8 სერიის ახალი სმარტფონები უსაზღვრო ეკრანით დაამშვენა. „უსაზღვრო“ მიმზიდველად კი ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში რა არის?

სინამდვილეში, ამ ორი სმარტფონის ეკრანის დიზაინი გლუვი, უწყვეტი ზედაპირია, ღილაკებისა და მკაცრი კუთხეების გარეშე. ამას დაამატეთ ეკრანის ყველაზე მაღალი თანაფარდობა კორპუსთან (Galaxy S8 – 83.6%, Galaxy S8+ – 84%) და ხელში, ფაქტობრივად, თითქმის უჩარჩოო სმარტფონ-ეკრანი შეგრჩებათ.
სმარტფონების კორპუსებზე ფიზიკური Home ღილაკი სენსორულმა ჩაანაცვლა, შესაბამისად, აღარაფერი შეგიშლით ხელს გამოსახულების სრულად აღქმაში.

S8 ხაზის სმარტფონებს ინოვაციური ეკრანის ფორმატი აქვთ – 18,5:9. დღეს არსებული სმარტფონების უმრავლესობის ფორმატია 16:9, რაც უკვე ძველმოდულად ითვლება, რადგან ახალი, მაღალხარისხიანი ვიდეოები და ფილმები უკვე 19:8 ფორმატით გამოდის. შესაბამისად, სხვა სმარტფონებისგან განსხვავებით, Galaxy-ს ახალ მოდელებზე ულტრა მაღალი ხარისხის ვიდეოებს მთლიან ეკრანზე შეგიძლიათ უყუროთ, ყველანაირი შავი ჩარჩოს გარეშე.

Galaxy S8|S8+ ეკრანები მაღალგანვითრებული Super AMOLED ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომელსაც სხვა მრავალ უპირატესობასთან ერთად, ერთი საინტერესო თავისებურებაც გააჩნია. ეკრანს შეუძლია თითოეული პიქსელი ცალ-ცალკე აკონტროლოს; მაგალითად, ჩააქროს ეკრანის 95% და გამოსახულება მხოლოდ 5%-ზე გამოიტანოს. ეს თავისებურება Galaxy S8|S8+-ის ეკრანებს საშუალებას აძლევს Always On Display ფუნქცია ჰქონდეთ და აკუმულატორიდან ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე მუდმივად გაჩვენებდეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

Galaxy S8 | S8+ დიზაინში გამოყენებულია ალუმინის მაღალი გამძლეობის შენადნობი და მინა, რომელიც დაცულია Corning Gorilla Glass 5 ტექნოლოგიით, ასე რომ, თქვენი სმარტფონის დავარდნის, დაკაწრვისა და გაცრეცვის ნუ შეგეშინდებათ.

საქართველოში Galaxy S8 სერიის სმარტფონები სამი ფერით იქნება წარმოდგენილი – შავი ღამე (Midnight Black), რუხი ორქიდეა (Orchid Grey) და ალისფერი ოქრო (Maple Gold). ამ უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ტელეფონების შეძენა სამსუნგის ჰოლოგრამით მხოლოდ სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ ქსელებში შეგიძლიათ.

[R]

“ჩვენ არ გიწესებთ ჩარჩოებს ” – რონიკოს ახალი ვიდეორგოლი

ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც ფერის აღქმით მომხმარებელს Gorillaz-ის სამყაროში გადაიყვანს