4
მაი
2018

რა მიზანი ჰქონდა Galaxy S9+|S9-ის მხარდასაჭერ ვირუსულ კამპანიას?!

4 მაი 2018

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში Galaxy S9+|S9-ის პრეზენტაციის ვიდეო გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა, ეს Samsung-ის ვირუსული კამპანია იყო.

„სამსუნგ საქართველოს“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი ეკატერინე კვირიკაშვილი ამბობს, რომ სურდათ, მაქსიმალურად მარტივად, პრაქტიკულად და სახალისოდ მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის ინფორმაცია სპეციალური შეთავაზების, უსაზღვრო ეკრანის გარანტიის შესახებ.

ეკატერინე კვირიკაშვილი: Galaxy S9+|S9 ბრენდის უახლესი ფლაგმანია. მომხმარებლისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება – ვინც 30 ივნისამდე, „სამსუნგის“ პარტნიორი კომპანიების მაღაზიათა ქსელში, ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძენს ამ მოდელებს, უსაზღვრო ეკრანის გარანტიით დავასაჩუქრებთ. ანუ, ერთი წლის მანძილზე, მხოლოდ შეკეთების მინიმალურ საფასურად, გამოვუცვლით დაზიანებულ და გატეხილ ეკრანს. ამისთვის კი, უბრალოდ, ავტორიზებულ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ. ვირუსული კამპანია სწორედ ამ სიახლის კომუნიკაციისთვის დავგეგმეთ. გვინდოდა, გარანტიის შესახებ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გაეგო, მარტივად და პრაქტიკულად გვეჩვენებინა, რომ გაუთვალისწინებელი მომენტები ყველგან და ყოველთვის ხდება.

რაც შეეხება თავად კამპანიას . . .

კამპანიის იდეა „სამსუნგ საქართველოსა“ და McCann Erickson Tbilisi-ის ჯგუფმა ერთობლივად შევიმუშავეთ. გვინდოდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო ამ ბენეფიტის, უსაზღვრო ეკრანის გარანტიის შესახებ ინფორმაცია და თანაც, ყოფილიყო მაქსიმალურად ბუნებრივი.

რა არის კამპანიის მთავარი იდეა?

ძალიან კარგად დაგეგმილ სიტუაციებშიც კი, როდესაც გვგონია, რომ ყველა დეტალი გაწერილი გაქვს და ყველაფერს აკონტროლებ, შესაძლოა, მოხდეს გაუთვალისწინებელი ფაქტი, მაგალითად, როგორც ჩვენ შემთხვევაში ვაჩვენეთ – პრეზენტაციის დროს წაიქცე და გაგიტყდეს ტელეფონის ეკრანი.  დღეს, როდესაც Samsung-ის ფლაგმანი „სმარტფონების“, დაახლოებით, 85% Super AMOLED ეკრანს უკავია, არის ალბათობა, რომ დაზიანდეს ან გატყდეს, რისი შეცვლაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ასეთი შეთავაზება გაგვეკეთებინა მომხმარებლისთვის.

როგორც აღნიშნეთ, Galaxy S9+|S9 კომპანიის ახალი ფლაგმანი მოდელებია. მომავალშიც აპირებთ მათ მხარდასაჭერად, საკომუნიკაციო კამპანიის გაგრძელებას?

ეს მოდელები საქართველოში 2018 წელის მარტში გამოჩნდა. გვქონდა აქტიური წინასწარი შეკვეთების კამპანია, რასაც მოჰყვა ოფიციალური პრეზენტაცია. ასევე, „მოძრაობის თეატრთან“ ერთად, გავმართეთ საკმაოდ საინტერესო და არასტანდარტული პერფორმანსი, სადაც მოქმედება შენელებული მოძრაობებით ხდებოდა. წარმოდგენით ხაზი გავუსვით ამ „სმარტფონის“ სუპერ შენელებული გადაღების ფუნქციას. ზოგადად, მუდმივად ვახსენებთ მომხმარებლებს Galaxy S9+|S9 მოდელების უპირატესობების შესახებ. ვაგრძელებთ ATL (Above the Line ) საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას. მინდა აღვნიშნო, რომ Galaxy S9 და Galaxy S9+ ახლაც ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი მოდელებია. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს სახალისო აქციები და კონკურსები შევთავაზოთ. ამიტომ, ყველას ვურჩევთ, ჩვენს Facebook გვერდსა და კომუნიკაციის სხვა არხებს თვალყური ადევნოს.

კონკრეტულად რა უპირატესობა აქვს აღნიშნულ მოდელებს?

„სამსუნგი“ ყოველწლიურად ცდილობს, მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ფლაგმან მოდელებში კონკრეტული მიმართულებები დახვეწოს და გააუმჯობესოს. Galaxy S9+|S9-მა სრულად შეითავსა კამერის ფუნქცია და ცალკე მისი ქონის აუცილებლობა, პრაქტიკულად, აღარ არის. გარდა ამისა, ამ მოდელების კამერას აქვს ორმაგი მოძრავი დიაფრაგმა, ანუ ზუსტად ისე ადაპტირდება სინათლეზე, როგორც ადამიანის თვალი. როდესაც კარგი განათებაა, დიაფრაგმა იხურება, რომ ნაკლები სინათლე მიიღოს და მკვეთრი ფოტოები გამოვიდეს. ცუდი განათების პიროებებში კი, ავტომატურად ან ხელით მართვის რეჟიმში, დიაფრაგმა იხსნება და ფოტოებიც განათებული და მაღალი ხარისხის გამოდის. გარდა ამისა, Galaxy S9+|S9-ის კამერას აქვს სუპერ შენელებული გადაღების ფუნქცია. წამში 960 კადრს იღებს, ანუ 0,2 წამიან მონაკვეთს 6 წამის განმავლობაში გიჩვენებთ  და საშუალებას გვაძლევს, დავიჭიროთ ძალიან საინტერესო და სახალისო მომენტები. ასევე, აღსანიშნავია ვირტუალური, ადამიანის პერსონალიზებული „ემოჯიები, რომელიც სხვადასხვანაირი „გიფის“სახით, „სმარტფონში“ ინახება და შესაძლებელია მათი სოციალურ ქსელში გაზიარება.

[R]

განხილვა