10
Feb
2020

ოფიციალურ წარდგენამდე 2 დღით ადრე, „სამსუნგმა“ Galaxy Z Flip-ის ვიდეორგოლი გაავრცელა

10 Feb 2020

Alta
Alta


როგორც ჩანს, სმარტფონების შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ პრეზენტაციამდე გაჟონვამ სხვა სახე მიიღო და გუშინ, არათუ ბლოგერებმა, არამედ თვითონ კომპანიამ, ნაადრევად გაავრცელა ვიდეორგოლი საკუთარი პროდუქტის შესახებ. Galaxy Z Flip „სამსუნგის“ დასაკეცეკრანიანი სმარტფონია და მასზე ადრე, გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით გიყვებოდით. დღეს შეგვიძლია მისი ვიდეორგოლი წარმოგიდგინოთ, კომპანიის მიერ, 11 თებერვალს დაგეგმილ ოფიციალურ წარდგენაზე ადრე.

სავარაუდოდ, ეს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალისკენ კონცენტრირებული დიდი ყურადღების გამო მოხდა. კომპანიამ გადაწყვიტა სწორედ აქ გვენახა სმარტფონის ახალი ფუნქციები და დიზაინი. თუმცა, „სამსუნგის“ 11 თებერვლის ღონისძიება კიდევ ბევრ სიახლეს გვიმზადებს. მათ შორის, ველოდებით Galaxy S20 სერიის სამ სმარტფონს, ისევე, როგორც უკვე გაცხადებულ დასაკეცეკრანიან Galaxy Z Flip-ს.

რეკლამა გვიჩვენებს, რომ კომპაქტურობის სარგებლის მიღმა, ტელეფონი კარგია ვიდეოზარებისთვის, ის შეგიძლიათ 90 გრადუსზე გახსნილ მდგომარეობაში დადოთ მაგიდაზე და ისე ისაუბროთ. ასევე, ვნახეთ პატარა, გარე ეკრანი, რომელის ფერადია და რომლიდანაც შემომავალი ზარის პასუხია შესაძლებელი. უფრო მეტ დეტალს, მოდელის შესახებ, ოფიციალურად, 11 თებერვალს შევიტყობთ. მისი გამოსვლის შემდეგ კი შევძლებთ შევადაროთ ის მსგავსი დიზაინის დასაკეცეკრანიან სმარტფონს Motorola Razr, რომელიც რამდენიმე დღეა, პირველი მომხმარებლების ნეგატიურ შეფასებებს ვერ იგერიებს.

განხილვა