in

„სამსუნგის“ ახალი დასაკეცი სმარტფონი, სავარაუდოდ, Motorola Razr-ის მსგავსი იქნება

M2

Samsung-ის შემდეგი ღონისძიება 11 თებერვალსაა დაგეგმილი. აქ კომპანიამ ახალი ფლაგმანების შესახებ, ოფიციალურად უნდა მოგვიყვეს. გარდა იმისა, რომ ველოდებით Galaxy S20-ის გამოჩენას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებაზე „სამსუნგის“ ახალი, რიგით მეორე დასაკეცეკრანიანი სმარტფონის შესახებაც შევიტყობთ. The Verge-ის თქმით, ეს იქნება Motorola Razr-ის მსგავსი დიზაინის მქონე სმარტფონი, რომლის სავარაუდო სახელია Galaxy Z Flip და ის რადიკალურად განსხვავდება წინამორბედისგან – Galaxy Fold.

როგორც გაჟონილი ინფორმაციიდან ჩანს, სმარტფონს 6.7 ინჩიანი, OLED ეკრანი ექნება, იმუშავებს Snapdragon 855+ ჩიპზე და ექნება ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა, სელფის კამერა კი 10 მეგაპიქსელიანი იქნება. როგორც ერთ-ერთი წყარო იტყობინება, Galaxy Z Flip იქნება პირველი სმარტფონი, რომელიც 8K ვიდეოს გადაღებას შეძლებს. მოდელს ექნება 3300mAh-იანი ელემენტი.

https://twitter.com/MaxWinebach/status/1217092891316645888

დაკეცვისას, სმარტფონი ვიდეოზარისა თუ ვიდეოს ყურების შემთხვევაში, ახალ და მოსახერხებელ გამოცდილებას გვთავაზობს.

გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, Galaxy Z Flip ბაზარზე 14 თებერვლიდან გამოჩნდება, მისი ფასი კი 1400 დოლარი იქნება. შეგახენებთ, რომ „სამსუნგის“ პირველი დასაკეცეკრანიანი სმარრტფონი (Galaxy Fold) 1980 დოლარი ღირს, ხოლო Motorola Razr, რომელსაც Galaxy Z Flip დიზაინით ჰგავს, 1500 $.

აშშ-ში, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტს რობოტი უვლის

“გამარჯვების დროა!” – 15-17 აპრილს სარეკლამო ფესტივალი White Square გაიმართება