in

Samsung Galaxy S5 VS iPhone 5S – ორი მხრიდან დანახული 5 უპირატესობა

11 აპრილიდან Samsung Galaxy S5 საქართველოშიcც იყიდება. სმარტფონი 1399 ლარი ღირს.

Samsung Galaxy S5 კონკურენციას, სავარაუდოდ, Apple iPhone S5-ს გაუწევს, რომელიც საქართველოში გასული წლის სექტემბრიდან იყიდება და ამ კლასის სმარტფონებში საკმაოდ პოპულარულია.

galaxy-s5-vs-iphone-5s

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ილია რევია ამბობს, რომ Galaxy S5-ში კარგად არის განხორციელებული საოფისე დოკუმენტების, კომუნიკაციის (ელ-ფოსტის, კალენდრის დაგეგმვის, კორპორაციული ჩატის) და სოციალური ქსელის მართვის ფუნქციები. აგრეთვე, ტელეფონში განხორციელებული უსაფრთხოების (თითის ანაბეჭდის სკანირება, Private mode) და მონაცემთა “შიფრაციის ” ფუნქციები.

GeMUG -ის (საქართველოში მაკინტოშის მომხმარებელთა ჯგუფი) დამფუძნებელი დიმიტრი გოგელია კი ამბობს, რომ Galaxy S5 თავისი წინამორბედისაგან ფუნქციურად დიდად არ განსხვავდება და მიაჩნია, რომ არც რაიმე განსაკუთრებულ ინოვაციაზეა საუბარი. სპეციალისტები თვლიან, რომ ორივე მოდელს საკუთარი ძლიერი მხარეები და უპირატესობები აქვს.

ილია რევია: არსებობს გარკვეული მიზეზები რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა Galaxy S 5.

  1. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების ფუნქციებია. Galaxy S5- ის მონაცემთა შიფრაციის მექანიზმი გაძლევთ საშუალებას, დაიცვათ პერსონალური თუ კორპორაციული მონაცემები, დოკუმენტები, ელ-ფოსტა და სხვა არაკეთილსინდისიერი მომხმარებლებისაგან. ამავდროულად შესაძლებელია ისეთი დამატებითი ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა ტელეფონის დაკარგვის ან სადმე შემთხვევით დატოვების შემთხვევაში მასზე მონაცემების ავტომატური წაშლა, ტელეფონის მიერ საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ ავტომატური შეტყობინების გამოგზავნა, მასზე დარეკვა და ა.შ.
  2. საუკეთესო ხარისხის მქონე კამერა, ძალიან სწრაფი სელექციური ფოკუსით. 16 მეგაპიქსელიანი კამერა გაძლევთ კრეატიულ საშუალებას, რომ ფოკუსი შეცვალოთ უკვე გადაღებულ სურათზე.
  3. წყალგაუმტარობა.
  4. აკუმულატორის წარმოუდგენლად მაღალი გამძლეობა Ultra Power Saving mode-ში. Galaxy S5-ს გააჩნია სპეციალური ფუნქცია. როდესაც ტელეფონის აკუმულატორში არც ისე ბევრი ენერგია დაგვრჩა, შეგვიძლია ტელეფონი გადავიყვანოთ შავ-თეთრ რეჟიმში და შევზღუდოთ არაკრიტიკული სერვისებით სარგებლობა.
  5. S Health. Galaxy S5-ს მოყვება ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის და ვარჯიშების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც ითვლის და აანალიზებს ადამიანის ფიზიკურ აქტივობას.

დიმიტრი გოგელია: „თუ ვისაუბრებთ iPhone-ზე, აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მის კონკრეტულ უპირატესობაზე თუ ვისაუბრეთ, აღსანიშნავია iOS საოპერაციო სისტემები. iPhone მთლიანად ჩართულია Apple ეკო სისტემაში. თუ ამ ფირმის ტელეფონი, „ტაბლეტი“ და კომპიუტერი გაქვს, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ძალიან მარტივია, რაც ძალიან მოსახერხებელია. ამასთან iOS საოპერაციო სისტემა ძალიან სტაბილურად მუშაობს. აქვს ხარისხიანი და ლამაზი პროგრამული უზრუნველყოფა. პირადად ჩემთვის და ალბათ, ჩემნაირი ადამიანებისთვის, უფრო სტაბილურ და ულამაზო პროგრამას, ვიზუალურად დახვეწილი და ნაკლებად სტაბილური მირჩევნია. პირობითად, შეგვიძლია iPhone სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების რამდენიმე ფაქტორი გამოვყოთ:

  1. Apple ერთიანი ეკო სისტემა
  2. სტაბილური საოპერაციო სისტემა
  3. სისტემის ვიზუალური მხარე, დახვეწილი დიზაინი
  4. უსაფრთოების დონე. iOS სისტემებს უფრო მაღალ დონეზე აქვს უსაფრთხოების დონე, ვიდრე ანდროიდს
  5. ეკრანის იდეალური ზომა. ადამიანის ხელთან ეკრანის ზომა იდეალურად არის მორგებული.

სამი მუშკეტერის ახალი ისტორია ფულად გზავნილებზე

ვაკანსია მსოფლიოში ყველაზე რთულ პოზიციაზე!