მოგზაურობა ადამიანური ბედნიერებებიდან ერთ-ერთია, რომელიც აუცილებლად ტკბილ მოგონებასა და კარგ გამოცდილებასთან ასოცირდება. მაგალითად, თუ იტალიაში სამოგზაუროდ წასულებმა, სტარტი გლამურულ მილანში აიღეთ – სამოგზაურო თანხაც საკმაოდ გაქვთ და საცხოვრებელი ადგილიც მშვენიერია, რამ შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ ბედნიერი ტურის მოწყობაში? – ცუდმა ამინდმა, თუმცა მილანში, დასათვალიერებელი ადგილების არაერთი ალტერნატივაა, მათ შორის, დუომოს კათედრალი, რომლის სრულად ასათვისებლად, ერთი ქარიშხლიანი და სეტყვიანი დღეც კი არ იქნება საკმარისი; შეუფერებელმა მეგზურმა, რომელსაც დელიკატურად ჩამოიშორებთ; ქვეყნის ავთენტურმა სამზარეულომ, რომელიც მწარე, ცხარე, ან ისეთი პროდუქტებით კეთდება, რომელზეც ალერგია გაქვთ, ან არც მეტი, არც ნაკლები – გეშინიათ.
ტუროფობია
მსოფლიოში გავრცელებული არაერთი უცნაური შიშიდან, ერთ-ერთი, ტუროფობიაა, რომელსაც, ასოციაციურად, ალბათ, სემანტიკის მიხედვით, მოგზაურობასთან უფრო დააკავშირებთ, ან თუნდაც, ცხოველებთან, თუმცა რეალურად, ეს სიტყვა ნიშნავს ყველის შიშს. იტალიაში მოგზაურობისას კი, განსაკუთრებით, მილანში, რთულია, ყველთან დაკავშირებული ნივთების, საჭმელების, რეკლამებისა თუ ქარხნებისგან თავის არიდება. ჯერ მარტო ავთენტური იტალიური ყველისა და ძეხვის მწარმოებელი კომპანია „გალბანი“ რომ ავიღოთ, რომელსაც მილანში 2 დიდი ქარხანა ეკუთვნის და რომლის პროდუქტებიც, ყველა ქვეყანაში, ასოცირდება კერძთან: ფრეშ მოცარელა სალათ კაპრეზესთან, პარმეზანი – პასტასთან, მასკარპონე – ტირამისუსთან და ა.შ. დაგარწმუნებთ, რომ ტუროფობია ძალიან დიდ დისკომფორტს შეგიქმნით, ქვეყნის კულტურული თავისებურებების აღმოჩენაში.Galbani– გალბანი 1882 წელს, ეჯიდიო გალბანის, ბევრისთვის, არასწორად გამოთქმული ედიჯიოს მიერ დაარსდა იტალიაში და 130 წლიანი არსებობის მანძილზე, კომპანიამ ოფისები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში გახსნა: ბრენდი 141 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში, შვედეთსა და უკვე საქართველოშია წარმოდგენილი, ფრანგული კომპანია Lactalis-ის მიერ.
„გალბანის“ პროდუქცია ყველა ქვეყანაში ერთი და იგივეა – დამზადების ერთი რეცეპტი და სტანდარტი აქვს და მზადდება მხოლოდ ძროხის რძისგან, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს ქარხანა. ობიანი, მწარე, ტკბილი, სულ სხვადასხვა გემოსა და კონსისტენციის „გალბანის“ ყველისგან, ალბათ, ქართველებისთვის ყველაზე ნაცნობი Mozarella იქნება, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, კალციუმს და განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ვარჯიშობს, ან დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს.GranGusto ექსკლუზიურად გალბანის მიერ შექმნილი მწიფე, მყარი ყველია, რომელიც აქტიურად გამოიყენება იტალიურ (და არამარტო) სამზარეულოში.
Gorgonzola – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ცისფერი ყველია სპეციფიკური, მძაფრი გემოთი, რომლის წარმოებაც ლომბარდიაში, იტალიის ყველაზე ხალხმრავალ და მდიდარ რეგიონში დაიწყეს და პროდუქტი დღემდე ძვირადღირებულ და განსაკუთრებული გემოს მქონდეს მიიჩნევა.
Mascarpone – როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჰაეროვანი ტირამისუს მთავარი მოსამზადებელი ტკბილი ინგრედიენტია. მასკარპონე, ასევე, ლომბარდიის რეგიონში დამზადებული ნაღების ყველია, რომელსაც ჩიზქეიქებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლადაც იყენებენ.
„გალბანის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ყველა ქსელურ მაღაზიაში.
ყველდამოკიდებულება
სად გადის ზღვარი ტუროფობიასა და ყველდამოკიდებულებას შორის რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ყველი და ნარკოტიკი, ორივე ზემოქმედებენ ტვინის ოპოიდურ რეცეპტორებზე, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი ყველის შემადგენლობაში მყოფი ნივთიერება – კაზეინია. კაზეინი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც თავის მხრივ, რძის პროდუქტების შემადგენელი ნაწილია. ეს პროტეინი კი გავლენას ახდენს ადამინის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია დამოკიდებულებასთან.
რძის პროდუქტებში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის – ყველის ზომიერად მიღებას ადეკვატური შედეგი ექნება და მისი შემადგენელი მიკრო და მაკრო ელემენტების საშუალებით, იქცევა კბილებისა და კანის სტრუქტურისთვის, ასევე, ძვლებისთვის ეფექტურ საკვებ პროდუქტად.
[R]