გალერია თბილისი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, სადაც 140-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდია წარმოდგენილი. სულ ცოტა ხნის წინ გალერია თბილისში გაიხსნა ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა: Pal Zileri, Hackett, Pinko, Patrizia Pepe, Elisabetta Franchi, Scoch&Soda.
2 აპრილს გალერია თბილისში გაიხსნება შვედური ბრენდი Marc O’Polo. აღსანიშნავია, რომ გალერია თბილისში გახსნილი Marc O’Polo-ს მაღაზია უნიკალური სკანდინავიური სტუდიოს კონცეფციის იქნება. მსგავსი კონცეფციის ობიექტი ბრენდს მხოლოდ 3 ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი.
მაღაზიაში დაგხვდებათ გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია.
„უახლოეს მომავალში გალერია თბილისში კვლავ იგეგმება ისეთი ბრენდების შემოყვანა, რომელიც ამ დრომდე საქართველოს ბაზარზე არ არიან წარმოდგენილნი“ – აცხადებს გალერია თბილისის ადმინისტრაცია.
[R]