in

“ერთი მე, ერთი შენ” – გალერია თბილისის სოციალური კამპანია

სასწავლო წლის დაწყებისთვის ბავშვები და მშობლები სულ უფრო აქტიურად ემზადებიან. მათთვის, ვისაც განათლების მიღებაში ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, გალერია თბილისმა სოციალური კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით “ერთი მე, ერთი შენ”. საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ორი გზითაა შესაძლებელი: 1. თუკი გალერია თბილისის სპეციალურ სტენდებთან შეიძენთ სასწავლო ინვენტარს, თანხა მთლიანად მოხმარდება ბავშვთა სახლებისთვის წიგნების, კომპიუტერებისა და სასკოლო ინვენტარის შეძენას. 2. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია სურვილების ყუთი, სადაც მზრუნველობა მოკლებული ბავშვების სურვილები წერია. თუკი, სურვილს მთლიანად ან ნაწილობრივ აასრულებთ, შეგიძლიათ ნივთები შესაბამის უჯრაში ჩააწყოთ და ადრესატი მას თქვენი სახელით მიიღებს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/galleriatbs/videos/2586505971370991/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

[R]

თბილისში ტექნოლოგიური ფესტივალი DevFest ტარდება

დრონისებური მფრინავი ტაქსის პირველი ფრენა წარმატებით დასრულდა