in

Safe Asset Group-მა, „გალერია თბილისი“, COVID-19-ის გავრცელების კუთხით, უსაფრთხო სავაჭრო ცენტრად აღიარა

„გალერია თბილისმა“ COVID- 19-ის რეგულაციებთან შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. ჯილდო, რომელიც Safe Asset Group-მა გასცა, სავაჭრო ცენტრში ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რეგულაციების მაღალ დონეზე დაცვას და უსაფრთხო გარემოს გულისხმობს. ჯამურად, „გალერია თბილისმა“ 100-დან 94 ქულა მიიღო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რადგან ევროპის ქვეყნების მოლების საშუალო ინდიკატორი 84-ია.

„აღსანიშნავია, რომ „გალერია თბილისი“ პირველი სავაჭრო ცენტრია საქართველოში, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა. აუდიტის პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო და მოიცავდა შემდეგი პროცესების მონიტორინგს: დისტანციის დაცვა, ნაკადების კონტროლი, თერმოსკრინინგი, დასუფთავება, შესაბამისი მანიშნებლების არსებობა, პასუხისმგებელი პერსონალის გამოყოფა და სხვა“. 

Safe Asset Group შვედური კომპანიაა, რომელიც საცალო გაყიდვების  ბაზარზე, 77 ქვეყანაში, საოპერაციო რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობს და შესაბამის სერტიფიცირებას ახორციელებს.

 

[R]

ბასა მეტრეველი Leavingstone-ს კრეატიული დირექტორი გახდა

Samsung-მა ელასტიკური OLED ეკრანი შეიმუშავა – რას გულისხმობს ის?