in

„გალერია თბილისმა“ უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატი მეორედ მიიღო

გალერია თბილისს უკვე მეორე წელია Safe Asset Group-ის მიერ გაცემული ოქროს დონის, Shore (Safe Hospitality, Office, Retail, Environments) სერტიფიკატი გადაეცემა, რაც სავაჭრო ცენტრში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.

SAFE Asset Group-ი შვედური კომპანიაა, რომელიც  საოპერაციო  და უსაფრთხოების რისკების შეფასების მიმართულებით მუშაობს და უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სერტიფიცირებას საცალო გაყიდვების ბაზარზე. მონიტორინგის პროცესის დროს სავაჭრო ცენტრში შემოწმდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ქონების დაცვა, უსაფრთხოება, კრიზისისა და ბიზნესის უწყვეტობა, მართვის სისტემები და საოპერაციო რისკები, მოიჯარეებისა და ვიზიტორების მართვის მიმართულება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ აღნიშნული სერტიფიკატის მიღებას გალერია თბილისი უკვე მეორე წელია განაგრძობს. ხაზგასასმელია, რომ 2021 წელთან შედარებით გავაუმჯობესეთ გოლდ სტატუსის მაჩვენებელი. თუ გასულ წელს Safe Asset Group-მა გალერია თბილისს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების მონიტორინგის საფუძველზე 84 ქულა მიანიჭა, წელს ეს მაჩვენებელი 92 ქულას შეადგენს. Shore სერტიფიკატის გოლდ სტატუსის მიღება ადასტურებს,  რომ სავაჭრო ცენტრი  აკმაყოფილებს საოპერაციო რისკების უმაღლეს სტანდარტებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს  ვიზიტორების, მოიჯარეებისა და პერსონალისთვის.“ – აცხადებს გალერია თბილისის კომუნიკაციების უფროსი ნინი ადუაშვილი.

[პარტნიორის კონტენტი]

ინოვატორების 4 ტიპი, რომელიც დღეს ყველა კომპანიას სჭირდება

კომპანია DEGAMEFI-ს ორგანიზებით, 22 და 23 ოქტომბერს თბილისში საერთაშორისო ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა