in

„გალერია თბილისის“ ფასადზე 3D ეკრანი გამოჩნდა

„გალერია თბილისის“ ფასადზე 3D LED ეკრანი გამოჩნდა და ხალხისგანაც დიდი ყურადღება მიიპყრო. ციფრულ ბილბორდებში 3D ტექნოლოგიის გამოყენება თანამედროვე რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინსვლაა. მისი მეშვეობით, მეტი შესაძლებლობა ჩნდება კრეატიული იდეების კიდევ უფრო ეფექტური გზით გამოსახატად. მსოფლიოში დიდი წარმატებით იყენებენ აღნიშნულ ტექნოლოგიას და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, საახალწლოდ ეს „ციფრული ტილო“ თემატურ კამპანიას დაეთმო. საუბარია Coca-Cola-ს გლობალურ მოწოდებაზე, რომ მსოფლიოს მეტი სანტა სჭირდება და ყველა ჩვენგანს შეუძლია ამ როლის შეთავსება… ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ვხედავთ, როგორია ნებისმიერი ასაკის ადამიანის რეაქცია, სასიამოვნო ემოციები რომ ეუფლებათ და მომენტის დაფიქსირებას სმარტფონებით ცდილობენ. ცხადია 3D ტექნოლოგიამ რეკლამის ელემენტები მეტად ხელშესახებიც გახადა; გააჩინა გრძნობა, რომ ყველაფერი აქ და ახლა ხდებოდა.

ნებისმიერ ბრენდს შეუძლია ამ თვალსაჩინო ბილბორდის გამოყენება და ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანის პოზიტიური ემოციებით უკუკავშირის მიღება. ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

[R]

როგორ გავყიდოთ მეტი? – “ხუთშაბათის შეხვედრების” მესამე ღონისძიება ელ-კომერციას მიეძღვნება

Skyted-ის ნიღაბი საუბრის ხმას ახშობს