in

გალერია თბილისში DKNY-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

კიდევ ერთი პრემიუმ კატეგორიის ბრენდი გალერია თბილისში

18 მაისს ქალაქის გულში DKNY-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. DKNY მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქციასა და მუდმივად განახლებულ ტრენდულ კოლექციებს სთავაზობს.

DKNY-ის ბრენდი 1989 წლიდან არსებობს და ქმნის ქალის სამოსს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს, რომელიც აქტუალობას არ კარგავს. თბილისში კი მისი მაღაზია გალერია თბილისის მე-2 სართულზეა განთავსებული და მომხმარებელს 2023 წლის საგაზაფხულო კოლექციას სთავაზობს

„მიმდინარე პერიოდში ბევრი საერთაშორისო ბრენდი გაიხსნა გალერია თბილისში და პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კვლავ დავაანონსებთ კონკრეტული ბრენდების სახელებს, რომელიც მხოლოდ ჩვენს სავაჭრო ცენტრში გაიხსნება. კონცეფცია ჩვენი კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, ამბობს გალერია თბილისის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი ნინი ადუაშვილი.

[R]

გაბო მელივა – #პირველისამსახური

#სადანროგორ გავერთოთ 19-21 მაისს — ღონისძიებების კალენდარი