in

„გალერია თბილისმა“ სასაჩუქრე ბარათის „ონლაინ“ შეძენის ფუნქციონალი დანერგა!

„გალერია თბილისმა“ სასაჩუქრე ბარათის „ონლაინ“ შეძენის ფუნქციონალი დაამატა. დღეიდან, შეგიძლიათ ბარათი Galleria.ge-ზე იყიდოთ, რამდენიმე საათში კი, კურიერი, საჩუქარს სასურველ მისამართზე მოგიტანთ. ამ დროისთვის, მიტანის მომსახურება მოიცავს თბილისს და უფასოა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, „გალერიამ“ განახლებული დიზაინის სასაჩუქრე ბარათები გამოუშვა, რომელიც როგორც ადგილზე, ისე „ონლაინ“ გაყიდვისას გაიცემა.

სასაჩუქრე ბარათის „ონლაინ“ გაყიდვის სერვისის დანერგვა „გალერია თბილისის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს და მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას ჰპირდება.

[R]

ვარჯიშის მნიშვნელობა წონის კლების პროცესში

Instagram-ის ახალი ფუნქცია — შეანჯღრიეთ მობილური გაბრაზებულმა და გაასაჩივრეთ ხარვეზი