30
Jul
2019

„გალერია თბილისში“ Ladurée-ს გაყიდვების სტენდი გაიხსნა 

30 Jul 2019

ფრანგული ბრენდი Ladurée გაფართოვდა – „გალერია თბილისში“ გაყიდვების სტენდი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, „ლადუღეს“ ფერადი მაკარონები, შოკოლადები და ორიგინალური აქსესუარები შეიძინოს.

„აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ უგემრიელესი ფრანგული შოკოლადები, მრავალფეროვანი ჯემები და თაფლი, ასევე, ორიგინალური საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის. Laduree-ს სტენდზე აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი: ჩანთები, ოთახის სუნამოები, არომატულისანთლები, გასაღების საკიდები, წიგნები და სხვ.“

Ladurée- ისტორია 1862 წლიდან იწყება და ცნობილია იმით, რომ შექმნა ფრანგული ორმხრივი მაკარონი, სხვადასხვა გემოთი და არომატით.Ladurée-მ პარიზელებს თავი პატარა საკონდიტროთი გააცნო, რომელიც Rue de Royale-ზე გახსნა და დღემდე ბევრ სტუმარს უმასპინძლდება გემრიელი ტკბილეულით. ფლაგმანი რესტორანი კი ისტორიულ Champs-Élysées-ზე მდებარეობს და ადგილობრივებისა თუ ტურისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

როგორც საქართველოში ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რესტორანში Ladurée-ს ცნობილი მაკარონებისა და ტკბილეულის გარდა, რესტორანი ფუნქციონირებს ფრანგული კლასიკური სამზარეულოთი, სადაც კერძების მენიუ სეზონურად აახლებენ და მომხმარებელს ფრანგული დელიკატესებით ანებივრებენ. მრავალგემოვანი სამზარეულოს კერძებზე უცხოეთიდან მოწვეული შეფები ზრუნავენ, ქართველ მზარეულებთან ერთად.

„Ladurée არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მალე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. Ladurée, მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და ჯამში 106 ობიექტით ემსახურება მომხმარებელს. თბილისის Ladurée უკვე ამ დიდი ოჯახის წევრია.“

[R]

განხილვა