in

გალერია თბილისის აპლიკაცია – LOYAL

დღეიდან გალერია თბილისი ახალ პროდუქტს უშვებს. LOYAL გალერია თბილისის ლოიალობის  აპლიკაციაა,  რომელიც  მომხმარებელს  სავაჭრო  ცენტრის გამოყენების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ცენტრის მაღაზიებში, გასართობ, სერვის ობიექტებში და პარკინგზე გადაიხადოს აპლიკაციის მეშვეობით, დააგროვოს ქეშბექი ქულების სახით და დაგროვილი ქულებით გადაიხადოს სისტემაში ჩართულ ობიექტებში. დანახარჯის ზრდასთან ერთად მომხმარებელი გადადის ახალ დონეებზე, რითიც მას ეზრდება ქეშბექის პროცენტი და იღებს უკეთეს პერსონალურ შეთავაზებებს. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია ასევე პარკირების ადგილის მონიშვნა, მანქანის მარტივად მისაგნებად.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც IOS, ისე ანდროიდ სმარტფონებისთვის.

პროექტი კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას და ინოვაციური სერვისების დანერგვას გულისხმობს.

ახალი ბრენდის წარდგენას გალერია თბილისი მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიით იწყებს.

[R]

“ბიზნეს მარათონი” საბაუნიში

მსოფლიოს უძველესი ლოგო ცნობილ ფერწერულ ტილოებში იმალება — Stella Artois