in

მკერდის კიბოს მქონე ქალების მხარდასაჭერად „იმედის გალერეა” შექმნეს!

ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალებისთვის იმედის გალერეა შექმნეს პორტრეტებით, რომლებშიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები ოცნებებს იხდენენ. უფრო სწორად, AI-ის დახმარებით ვიზუალურად ხედავენ, რათა მომავალში ამის რეალობად ქცევის იმედი გაუჩნდეთ. ყოველ შემთხვევისთვის Breast Cancer Now-ს ეს მიზანი ჰქონდა, თუმცა ამასთან, ხაზს უსვამენ მუდმივი კვლევის საჭიროებაზე, რომლითაც შესაძლებელია, განკურნების გზებსაც მივაგნოთ… 

BOG

გამოფენისთვის პორტრეტები სახელგანთქმულმა ფოტოგრაფმა ჯილიან ედელსტაინმა გადაიღო, რომელსაც ნელსონ მანდელასა და უელსის პრინცესის ფოტოები ეკუთვნის. 

ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე Gallery of Hope-ის შექმნაში, რომ ვეხმარები კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებს ვიზუალურად ნახონ ის მომენტები ცხოვრებაში, რომლის ნახვასაც მომავალში იმედოვნებენ, ეს კი შესანიშნავი Breast Cancer Now-ს დახმარებით მოხდა, — აცხადებს ჯილიანი.

Breast Cancer Now გაერთიანებული სამეფოს წამყვან საქველმოქმედო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ძუძუს კიბოს მქონე ქალებს უცხადებს მხარდაჭერას. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში ამ დიაგნოზით 61 000 ადამიანი ცხოვრობს და პაციენტების რიცხვი გამუდმებით პროგრესირებს. 

რაც შეეხება პროექტში AI მოდელების ჩართვას, ისე გამოიყენეს, რომ ფოტოგრაფის სტილი, პერსონაჟების პოზები და სახის გამომეტყველებები შენარჩუნებული ყოფილიყო — ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხელოვნურ ინტელექტს კარგი მიზნებისთვის ვიყენებთ, რათა გავზარდოთ ცნობიერება… ამ პროექტის მიზანია, კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს გაუჩინოს იმედი და გვეამაყება, რომ ამაში წვლილი თავადაც შევიტანეთ

კამპანია დოკუმენტურ ფილმსაც მოიცავს, სადაც იმედის გალერეის მიღმა განვითარებულ ამბებს გვიყვებიან, აქ კონკრეტული პერსონაჟების პირად ამბებს მოისმენთ — ნახავთ ლუის ჰადსონს, მოცეკვავეს, რომელიც Chelsea Ballet School-ის კონცერტის სცენაზე დგას, მელ ხალედს, რომელმაც ქმართან ერთად კვიპროსში სახლი ააშენა, ნინა ლოპესს, რომელმაც იაპონიაში ქალიშვილთა ერთად მოგზაურობის ოცნება აიხდინა… 

Gallery of Hope-ის კამპანიაზე BMB-მ და Untold Studios-მა იმუშავა. 

როგორია დაკარგული კავშირი სტრატეგიასა და ინოვაციას შორის

12-14 აპრილს Touch RGB დიზაინ ფესტივალის ფარგლებში 3-დღიანი ბუქთემფი იგეგმება