in

თავისუფლების იდეით შთაგონებული ბრენდის იდენტობა — Gallivanter Gin

Gallivanter Gin ავსტრალიური ბრენდია, რომელიც ბოტანიკური ნივთიერებებისა და ვულკანური წყაროს წყლების სინთეზს წარმოადგენს. როგორც თავად ამბობენ, სასმლის არომატი პირველ რიგში ადგილობრივ გემოებთან ასოცირდება, ბრენდის პოზიციონირება კი მაქსიმალური თავისუფლებისკენაა მიმართული. ასევე, Gallivanter Gin-ის ბირთვში მოგზაურობის, რაღაც ახალი გამოცდილებების მიღების სურვილია — არომატის მრავალფეროვნებასთან ერთად, ეს ვიზუალურ იდენტობაშიც იგრძნობა.

ბოთლის რელიეფური ზედაპირი სიმბოლურად გზებზე, გადაადგილებასა და მოგზაურობაზე მიანიშნებს. გამჭვირვალობა კი თავისუფლების, ღიაობის გამოხატულებაა. „ის არის კომპანიონი მათთვის, ვინც ჰორიზონტს მისდევს და მოგზაურობის მღელვარებას ჰყვება“.

Google-მა ახალი AR Beauty ხელსაწყოები გამოუშვა

Skoda Kamiq – პატარა SUV, რომელიც დიდ ღირებულებებს იტევს