2020 წელს, ელექტრონული კომერციის ბაზარი 3.2- ჯერ გაიზარდა. მომდევნო 4 წელიწადში, იგივე ტენდენცია და 1.1-მილიარდიანი ნიშნულის მიღწევაა მოსალოდნელი. ეს Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის მონაცემები და პროგნოზებია. სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
რას ფიქრობენ E-Commerce ბაზრის მთავარი მოთამაშეები, როგორ უნდა განვითარდეს სექტორი, ან მომავლის დაგეგმვისას, რა უნდა გაითვალისწინონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა? – ვეცდებით, ამ შეკითხვებს გადაცემის სტუმრებთან, ანზორ მანწკავასა (Extra.ge-ს დირექტორი) და ნიკა ჩილინდრიშვილთან (My.ge-ს საოპერაციო „ლიდი“, Mymarket-ის ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი) ერთად ვუპასუხოთ.
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.
ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge. ასევე, პლატფორმებზე – Apple, Google Podcasts და Spotify.