in

ნუ მოიშლი ნერვებს, დაიჭირე WiFi მარტივად!

არაფერია იმაზე მეტად გამაღიზიანებელი, როდესაც ინტერნეტში მთელი ინტერესით ხარ ჩაფლული და მოულოდნელად ჩნდება ეს აუტანელი მბრუნავი ნიშანი, მაუწყებელი, რომ შეფერხებაა, ან სულაც ინტერნეტი გამოირთო. მხოლოდ იმიტომ, რომ მიმღები სახლში ერთ ადგილას არის მოთავსებული, ხშირად წინ და უკან გვიწევს სირბილი, რომ კარგად დავუკავშირდეთ მას. ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანია UPC–მ შექმნა უსადენო მოდემი, რომელიც მსგავს პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

M2

დამწვარი საჭმელი, უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვი, მოშლილი ნერვები და ხშირად სიბრაზის გამო დამტვრეული ლეპტოპი. ინტერნეტის გაჭედვას უმეტესად ცუდი შედეგები მოყვება ხოლმე. გამუდმებით მოდემის გადატვირთვა და მაგიდებზე ასვლა იმისთვის, რომ გაჩერებული ვიდეოს ყურება გააგრძელოთ, აუტანელია. UPC–ს უსადენო მოდემი კი მსგავს სიტუაციებს მარტივად აგარიდებთ, უბრალოდ გადადგით მიმღები იქ, სადაც გსურთ და ნურაფერზე იდარდებთ.

 

მოდემი მართლაც ძალიან მოსახერხებელი და მარტივია, გარდა ამისა, მისი წყალობით ინტერნეტის სიმძლავრე და სისწრაფეც საგრძნობლად მატულობს. რაც მთავარია, ეკრანებზე “აბეზარა” მბრუნავ ნიშანს აღარ დაინახავთ.

Google–ის აპლიკაცია, რომლის გამოყენება ჰარი პოტერის შელოცვებითაა შესაძლებელი

8-9 დეკემბერს ტექნოპარკი ფორუმ “შემოქმედებით საქართველოს” უმასპინძლებს