ურთიერთობები მისალმებით იწყება, გაინტერესებთ რომელია საქართველოს ყველაზე სალმიანი ქალაქი?ამის გამოსავლენად, მარკეტინგული კვლევის და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ, ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელმაც 5 ქალაქი მოიცვა: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და ბათუმი.
ACT-ის წარმომადგენლები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხვადასხვა ქალაქებსა და უბნებში, სულ 700 უცნობ ადამიანს მიესალმნენ. შედეგად, ქალაქებს შორის, ყველაზე ღია და გახსნილები გამარჯობის მიმართ ზუგდიდში აღმოჩნდნენ, სადაც გამარჯობის 96%-ინი ინდექსი დაფიქსირდა.
თბილისის უბნებს შორის, გამარჯობაზე ყველაზე მაღალი – 98%-იანი გამოპასუხება ისანში გამოვლინდა.