8
May
2018

Spotlight 2018 ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან გამარჯვებისთვის!

8 May 2018

Spotlight 2018, განახლებული ფორმატით, 27 მაისს, Tbilisi Radisson-ში გაიმართება. წელს, ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი, მთავარი თემაა „გამარჯვება“, ხოლო ფოკუსი – მარკეტინგისა და რეკლამის ინდუსტრია. Spotlight-ზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც 10 მაისიდან, Tkt.ge-ზე შეიძენს ბილეთს. „ეს კიდევ ერთხელ იქნება დღე, რომელიც არცერთ დამსწრეს არ დაავიწყდება“, – მარკეტერის შეკითხვებს პროექტის ავტორმა, აკო ახალაიამ უპასუხა:

M: რატომ გადაწყდა, რომ წელს, Spotlight-ის ძირითადი თემა იქნებოდა „გამარჯვება“?
გვინდა, ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან გამარჯვებისთვის, რომლებსაც უსამართლოდ და უთანასწოროდ ებრძვის გარემო. ღიად გაცხადებული ადრესატები არ გვყავს, ყველა საკუთარ თავს თავად ამოიცნობს.

M:
რას ნიშნავს ღონისძიების განახლებული ფორმატი?

წელს, ღონისძიება განსხვავებული და უფრო მასშტაბური იქნება. დაიწყება დილის 11 საათიდან და დღის ბოლომდე, ერთმანეთის პარალელურად, 5 ოთახში გაიმართება: ლექციები, ვორკშოპები, სემინარები, პანელ დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესის მიხედვით გადაწყვიტონ, რას დაესწრებიან. დღის მეორე ნახევარში, ცენტრალურ დარბაზში მოვისმენთ 9 სპიკერის გამოსვლას.M: რის მიხედვით შეირჩნენ Spotlight-ზე გამომსვლელები?
სპიკერებს, ყოველ წელს, გამოკითხვის შედეგად ვირჩევთ. ვეკითხებით სფეროში აქტიურ ადამიანებს, ვეძებთ რეკომენდაციებს და შემდეგ დგება სპიკერების დიდი სია. ყოველწლიურად, სფოთლაითის მსმენელსაც შეუძლია დაანომინიროს საკუთარი კანდიდატურა (Spotlight 2018-ის სპიკერების ნაწილი).M: დაარსებიდან დღემდე, პროექტის მიზნები რა მიმართულებით განვითარდა, რა უნდა დღეს Spotlight-ს?
პროექტის მიზანი უცვლელია, საქართველოს მარკეტინგული ინდუსტრია იკრიბება წელიწადში ერთხელ და აჯამებს ყველა იმ მთავარ მოვლენას, რაც ქვეყანაში მოხვდა.

Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა. პროექტის მიზანია, ახალი სივრცის შექმნით, საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. Spotlight არის ადგილი, სადაც ქართველი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.პირველი ღონისძიება 2013 წელს ჩატარდა. მასში 14 სპიკერი, 4000-ზე მეტი რეგისტრირებული ადამიანი და 250 დელეგატი მონაწილეობდა. წელს Spotlight უკვე მეექვსედ და განახლებული ფორმატით უმასპინძლებს სტუმრებს.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] და რეკლამის ინდუსტრია რიგით მეექვსე “სფოთლაითისთვის” ემზადება, რომელიც 27 მაისს, Tbilisi Radisson-ში, […]