„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან, ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივებული პროცესით არის შესაძლებელი.
სიახლის ფარგლებში, მომხმარებელი ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის ციფრულ არხებშივე შეძლებს იხილოს მისთვის ხელმისაწვდომი სესხის ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა (იპოთეკური სესხი, განვადება, სამომხმარებლო სესხი თუ საკრედიტო ბარათი), საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად გაიაქტიუროს დამტკიცებული სესხი.
მომხმარებელს მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები მისაღებად შეუძლია მობილბანკშივე მიუთითოს საკუთარი შემოსავლები, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიუთითოს სასურველი თანხა და ვადა.
იმისათვის, რომ მომხმარებელს ახალი ფუნქციონალი მობილბანკში გამოუჩნდეს, საჭიროა , აპლიკაციის განახლება App Store-ში ან Play Store-ში.
„ინოვაციურობა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ბიზნესპრინციპია. ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენი ციფრული არხებით სარგებლობა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ეს სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, არათუ გაიგოს მისი მაქსიმალური ლიმიტი, ფილიალში მისვლის გარეშე, არამედ საჭიროების შემთხვევაში, იქვე მარტივად გაიაქტიუროს კიდეც დამტკიცებული სესხი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული სიახლეების შეთავაზებას“, – ამბობს ლევან კობახიძე, „საქართველოს ბანკის“ ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
სიახლის შესახებ, დამატებითი ინფორმაცია, იხილეთ სპეციალურ ბმულზე.
[R]