in

ინჟინრები ქმნიან გამჭვირვალე მზის პანელებს, რომლებიც მინიმუმ 30 წელს ფუნქციონირებს

ისინი 80%-იან ეფექტურობას 30 წლის შემდეგაც ინარჩუნებს

მიჩიგანის უნივერსიტეტისა და სხვა ინჟინრებმა, ნახშირბადის ახალი მზის პანელი შექმნეს, რომელიც საკმარისად გამჭვირვალეა სახლებისა და ოფისების ფანჯრებისთვის. ახალი მზის პანელები არა მხოლოდ გამჭვირვალეა, არამედ ძალიან ეფექტურია და თანაც, მისი სიცოცხლისუნარიანობა 30 წელს აღწევს.

თუ შუშის მრავალსართულიანი შენობის ფასადი გამჭვირვალე მზის პანელებისგან იქნება კონსტრუირებული, მთელი ნაგებობა ენერგიის გენერატორის ფუნქციასაც მოირგებს. მართალია, სამი ათწლეულის განმავლობაში ფუნქციონირება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია, მაგრამ კომერციული შენობები გაცილებით მეტხანს არსებობს… ეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, თუ რა ბედი ეწევა ნაგებობას, როცა მზის პანელების მუშაობის პერიოდი ამოიწურება.

თუმცა როგორც ექსპერიმენტის ფარგლებში გაირკვა, გამჭვირვალე მზის პანელები 80%-იან ეფექტურობას 30 წლის შემდეგაც შეინარჩუნებს. მანამდე კი ვინ იცის, იქნებ მათი ჩანაცვლების მეთოდიც იქნას შემუშავებული.

აღნიშნული პანელები სილიკონის ნაცვლად, ნახშირბადის საფუძველზე შექმნილი მასალების შესწავლითაა კონსტრუირებული. მართალია, ამჟამად ყველაზე ეფექტური მზის პანელები სილიციუმისგან მზადდება, მაგრამ ეს მასალა გაუმჭვირვალეა. ამასთან, ორი სახის ძირითადი მასალა გამოიყენება – “არა-ფულერენის მიმღები” და “ფულერენის მიმღები”. აქედან პირველი უფრო საიმედოა, მაგრამ ნაკლებ ეფექტური, ვიდრე მეორე.

ამის სადემონსტრაციოდ, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ არა-ფულერენის მიმღები მასალის გამოყენებისას, მისი ეფექტურობა 12 კვირაში იკლებს. ამიტომაც, ინჟინრებმა ასეთი მზის უჯრედების დეგრადაციის პროცესი შეისწავლეს, რათა აღმოეჩინათ, რა იყო საჭირო დიზაინის გასაუმჯობესებლად.

შედეგად ცხადი გახდა, რომ ამისათვის ზედაპირზე თუთიის ოქსიდის ფენის დამატება იყო აუცილებელი, როგორც ულტრაიისფერი გამოსხივების დამბლოკავის. ასევე, მკვლევრებმა ნახშირბადისგან დამზადებული მასალა IC-SAM დაამატეს. დაბოლოს, დაემატა კიდევ ერთი ფენა, რომელიც ფეხბურთის ბურთის მსგავსი ფულერენისგან შედგება .

ამ დროისათვის მოდული 40%-ით გამჭვირვალეა, მაგრამ გუნდის თანახმად, მომავალში მისი 60%-მდე გაზრდაა შესაძლებელი. თანაც, წარმოების მოსალოდნელი ხარჯები საკმაოდ დაბალ მაჩვენებელთანაა დაკავშირებული, რაც პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.

“კარგი, სწრაფი, საუკეთესო მანქანა თავის კლასში” – Bentley-ს ისტორია

ყველაფერი Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსის შესახებ!