ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა კონსოლები უზარმაზარი ყუთები იყო, Game Boy ხელის სათამაშო მოწყობილობას მიეკუთვნებოდა. იგი მრავალი ახალი პროდუქტის, პროექტისა და კონცეფციის შთაგონებაც კი გახდა. Game Boy-ს უახლესი ვერსია კი მას რეალურად მოქმედ და გამოსაყენებელ სათამაშო კონსოლად აქცევს.
პატარა რობოტი — Game Bot მისი მარტივი დიზაინით “ვარსკვლავური ომების” დროიდებსაც მოგაგონებთ. D-Pad და სამოქმედო ღილაკები რობოტის მკერდზეა დამაგრებული. დიზაინერის Greg Dmnt თქმით კი, ამ ღილაკების გამოყენებას რეალურადაც შეძლებთ, თუ იგი რაიმე ელექტროობასთან იქნება დაკავშირებული.

ამ რობოტის დიზაინის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი მის უკან დამაგრებული მოწყობილობაა, რომელსაც, თითქოს, რეალური სათამაშო კონსოლიდან ინფორმაციის წაკითხვა შეუძლია. მომავალში კი, შესაძლოა, სათამაშო კონსოლები რობოტებად იქცნენ — მაგალითად, როცა თამაში მოგინდებათ, ის ტელევიზორს დაუკავშირდება და მთელი დღის მანძილზე გაგიწევთ პარტნიორობას.















